პირველი აპლოდისმენტები მეტოქე გუნდის ქომაგებისგან - მესი "რამონ დე კარანსაზე" ბრუნდება

პირველი აპლოდისმენტები მეტოქე გუნდის ქომაგებისგან - მესი "რამონ დე კარანსაზე" ბრუნდება

სულ 9 გუნდი არსებობს, რომელთა წინააღმდეგაც მესის უთამაშია, მაგრამ გოლი არ გაუტანია. ერთ-ერთია "კადისი", "ბარსას" ხვალინდელი მეტოქე.

ხვალ მესი ითამაშებს სტადიონზე, სადაც მეტოქე გუნდის გულშემატკივარმა მოედნიდან აპლიდისმენტებით პირველად გააცილა. რამდენი ასეთი შემთხვევა ყოფილა, პირველად კი ჯერ კიდევ პატარა არგენტინელი ჯადოქარი კადისელებმა დააფასეს, "რამონ დე კარანსაზე".

ეს 15 წლის წინ, 2005 წლის 17 დეკემბერს, ლა ლიგის მე-16 ტურში მოხდა. 18 წლის მესიმ მოედანზე პირველი 81 წუთი გაატარა. "ბარსამ" 3-1 მოიგო და თუ ოქმს ჩავხედავთ, ვიფიქრებთ, რომ მესიმ დიდი ვერაფერი ქნა. თუ ცოტათი მეტს მოვინდომებთ, აღმოვაჩენთ, რომ ახალგაზრდა არგენტინელს ერთი საგოლე გადაცემა გაუკეთებია. ხოლო თუ ამ ვიდეოს ვუყურებთ, აღმოვაჩენთ, რომ ძალიანაც ლამაზი ასისტი გაუკეთებია და უთამაშა ისე, როგორც კარიერის საწყის ეტაპზე - ჯერ კიდევ დაუღვინებელს, დუღილის ეტაპზე, ფეთქებადსა და შეუჩერებელს.

P.S. აქვე, თუ ვინმეს რაფა მარკესის ხელოვნებად ქცეულ გრძელ პასებზე ცრემლი მოგადგათ, იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    წევრი [?]
    #3 5 დეკემბერი 2020 03:07
    0
    ყველა ის კულე მძულს ვინც პიკეს მიღწევებს აკნინებთ რაა, რა გინდათ ამ კაცთან ბიჯო ბაზარი არაა დაბერდა და ვეღარ ქაჩავს მაგრამ იმას რატო ამბობთ რო ამას რა უნდა ოცწლეულის კამანდაში და ასეთებს თქვენი გამკვირვებიაა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 5 დეკემბერი 2020 00:45
    2
    მიდი რა ლომო ხვალ პელეს რეკორდი უნდა მოხსნა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #1 5 დეკემბერი 2020 00:25
    1
    ბრავო... მადლობა გაზიარებისთვის
    რა კაი კომენტატორი იყო? და ფანებმაც დაინახეს გენია