UEFA-მ განახლებული საკლუბო რეიტინგი გამოაქვეყნა
- 4-12-2020, 22:09
-
kraken
- 12

UEFA-ს განახლებულ რეიტინგში კატალონიელები მე-2 პოზიციას იკავებენ.
"ბარსელონას" 116 000 ქულა აქვს მინიჭებული და პირველ ადგილზე მყოფ "ბაიერნს" 4000-ით ჩამორჩება.
2019/20 წლების სეზონთან შედარებით, მადრიდის "რეალი" 2 ადგილით დაქვეითდა და IV-ზე გადაინაცვლა.
საკლუბო რეიტინგი ბოლო 5 სეზონში ევროპულ ასპარეზზე ნაჩვენები შედეგით განისაზღვრება.
ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:
- "ბაიერნი" - 120 000
- "ბარსელონა" - 116 000
- "იუვენტუსი" - 111 000
- "რეალი" - 110 000
- "ატლეტიკო" - 108 000
- "მანჩესტერ სიტი" - 103 000
- პსჟ - 99 000
- "მანჩესტერ იუნაიტედი" - 97 000
- "სევილია" - 90 000
- "ლივერპული" - 89 000
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]