ემილი რუსო: ნეიმარი "ბარსელონაში" დასაბრუნებლად მზადაა

ემილი რუსო: ნეიმარი "ბარსელონაში" დასაბრუნებლად მზადაა

"ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი ემილი რუსო აცხადებს, რომ ნეიმარი "ბლაუგრანაში" დასაბრუნებლად მზადაა, მაგრამ კატალონიურ კლუბს ბრაზილიელთან 2 მოთხოვნა უნდა ჰქონდეს.

"ბარსელონას" სპორტული პროექტის სრულყოფას 2 მაღალი დონის ფეხბურთელის შეძენა აკლია.

ნეიმარის წარმომადგენლებს ვესაუბრე და ბრაზილიელი დასაბრუნებლად მზადაა, მაგრამ ჩვენ 2 პირობა უნდა გვქონდეს.

"ბარსელონას" ფეხბურთელების ყიდვის საშუალება არ აქვს. მოთამაშეები მხოლოდ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეგვიძლია დავიმატოთ. ნეიმარის შემთხვევაში, მან ასევე უკან უნდა გაიხმოს კლუბის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი.

არსებული ფინანსური მდგომარეობა ტრანსფერის განხორციელების საშუალებას არ იძლევა.

- განაცხადა ემილი რუსომ A Diario-სთან საუბრისას.

ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციით, ნეიმარს მომდევნო სეზონში ლეო მესისთან ერთად თამაში სურს, იქნება ეს "ბარსელონაში", თუ "პარი სენ-ჟერმენში".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.