"კადისი" vs "ბარსელონა" | მატჩისწინა მიმოხილვა

"კადისი" vs "ბარსელონა" | მატჩისწინა მიმოხილვა

ბოლო 3 შეხვედრაში გატანილი 11 გოლისა და მშრალად შენახული კარის შემდეგ, კატალონიელები ლა ლიგაში მე-5 გამარჯვების მოპოვებას "რამონ დე კარანსაზე", "კადისის" წინააღმდეგ შეეცდებიან.

მასპინძლებს ეფექტური სტარტის შემდეგ მოსალოდნელი ჩავარდნა დაეწყოთ და ბოლო 3 შეხვედრაში მხოლოდ 1 ქულა მოიპოვეს. შედეგად, ახლადაღზევებული გუნდი და "ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონატის ცხრილში ამ მომენტისათვის ერთმანეთის მეზობლად, VI-VII პოზიციებზე იმყოფებიან.

გუნდების მდგომარეობა

"ბარსელონას" ტრავმის გამო 4 ფეხბურთელი დააკლდება: ჟერარ პიკე, სამუელ უმტიტი, სერჟი რობერტო და ანსუ ფატი.

"ფერენცვაროშთან" დასვენების შემდეგ განაცხადს დაუბრუნდნენ ლიონელ მესი, ფილიპე კოუტინიო და მარკ ანდრე ტერ-შტეგენი. რონალდ არაუხომ კი სამედიცინო შტაბისაგან თამაშის უფლება უკვე მიიღო.

"კადისის" შემადგენლობა "ბლაუგრანასთან" შედარებით, ოპტიმალურად გამოიყურება. მათი რიგებიდან მხოლოდ ალვარო ნეგრედოს თამაშია საეჭვო.

შესაძლო XI

"ბარსელონა": ტერ-შტეგენი, დესტი, მინგესა, ლანგლე, ალბა, პედრი, დე იონგი, კოუტინიო, მესი, დემბელე, გრიზმანი.

blog_image

"კადისი": ლედესმა, კარსელენი, მაურო, ფალი, ესპინო, გარიდო, ალექსი, ჯონსონი, პერეა, ნეგრედო, სანჩესი.

მწვრთნელების განცხადებები

რონალდ კუმანი:

"ისინი სტუმრად უკეთ თამაშობენ, ვიდრე სახლში, თუმცა, ჯამში, მაინც კარგი შედეგები აქვთ. მოედანზე აუცილებლად ფოკუსირებულები უნდა ვიყოთ, ჩვენს დონეზე ვითამაშოთ და გავიტანოთ. ქულების დაკარგვის უფლება აღარ გვაქვს."

ალვარო სერვერა:

"ვიცით, რომ "ბარსა" უკეთესი გუნდია, მაგრამ ეს ხომ ფეხბურთია. ჩვენ სწორედ იმიტომ გვიყვარს ეს სპორტი, რომ აუტსაიდერი ფავორიტს ხშირად ამარცხებს. მათ დისკომფორტს მაქსიმალურად შევუქმნით და ვეცდებით, საგოლე მომენტები გამოვიყენოთ."

ურთიერთშეხვედრები:

ბოლო 10 შეხვედრაში "ბარსამ" კადისი 9-ჯერ დაამარცხა, 1 მატჩი კი კატალონიელთა მარცხით დასრულდა.

ბოლოს გუნდები ლა ლიგის ეგიდით, 2005/06 სეზონში დაუპირისპირდნენ და "ბარსამ" ჯამში 6 ქულა მოიპოვა (1-3; 1-0).

სავარაუდო შედეგი

Sportsmole-ის ვერსიით შეხვედრა "ლურჯ-ბროწეულისფერების" სასარგებლოდ, ანგარიშით 3-1 დასრულდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #5 6 დეკემბერი 2020 00:02
    0
    გაუმარჯოს ლინკი დადეთ რა ვინმემ ძალიან გთხოვთ
    ფანი [?]
    #4 5 დეკემბერი 2020 18:53
    0
    ტერ შტეგენი
    დესტი-მინგესა-ლენგლე-ფირპო
    პიანიჩი-დე იონგი
    მესი-გრიზმანი-დემბელე
    ბრაითვაიტი


    გრიზმანი-კოუტინიო
    დემბელე-პედრი
    ბრაითვაიტი-ტრინკაო
    პიანიჩი-ალენია
    დე იონგი-ბუსკეტსი
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    ფანი [?]
    #3 4 დეკემბერი 2020 22:20
    4
    4-3-3ძაან კარგი იქნება
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 4 დეკემბერი 2020 22:08
    1
    პედრის მაგივრად პიანიჩი და იდეალურია
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #1 4 დეკემბერი 2020 21:44
    5
    ამ ფორმით თუ თამაშობენ კაია. კარგი ფორმაა და თან ამ ფორმით სულ კარგი თამაშით ვიგებთ
    --------------------
    კულე სამუდამოდ