რონალდ კუმანი ცდება - რიკი პუჩი გუშინდელ შეხვედრაში
- 3-12-2020, 18:45
-
Writer
- 11

გუშინ რიკი პუჩმა დაამტკიცა, რომ რონალდ კუმანი მასთან დაკავშირებით ცდება.
ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ახალგაზრდა ნახევარმცველს სეზონის დასაწყისში განუცხადა, რომ მის სათამაშო სქემაში არ ჯდება და იჯარით სხვაგან თამაში ურჩია.
გუშინ, "ფერენცვაროშთან", რიკი პუჩმა შემტევ ნახევარმცველად ითამაშა და საკმაოდ წარმატებითაც. კარგი სტატისტიკის გარდა 21 წლის ფეხბურთელმა რამდენიმე ეფექტური ეპიზოდიც შემოგვთავაზა და დემბელეს 3-0-ზე თავის დაშტერება რომ არ ჩვეოდეს, პუჩი მოედანს 2 თუ არა, 1 ასისტით მაინც დატოვებდა.
რიკი პუჩის სტატისტიკა გუშინდელ თამაშში:
- 1 დარტყმა
- 3 key პასი (ყველაზე მეტი გუნდში)
- ბურთზე 46 შეხება
- 38 პასი
- პასის სიზუსტე - 89.5%
- 2 გრძელი პასი
- გრძელი პასის სიზუსტე - 100%
- 1 გამჭოლი პასი (ზუსტი)
- 1 მოგერიება
- 1 დრიბლინგი
რა თქმა უნდა, კარგად ვხვდებით, რომ უფრო ძლიერ გუნდებთან შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე პუჩს ვარსკვალვებთან კონკურენცია გაუჭირდება, მაგრამ გუშინდელმა თამაშმა დაგვიმტკიცა, რომ ზოგჯერ შანსს ისიც იმსახურებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]