ლანგლესა და ბრაითუეიტის კომენტარები მატჩის შემდეგ
- 3-12-2020, 02:25
-
Tsitsi
- 4

"ფერენცვაროშთან" მოგებული შეხვედრის შემდეგ (3-0), "ბარსელონას" ფეხბურთელები, კლემან ლანგლე და მარტინ ბრეითუეიტი კომენტარს აკეთებენ.:
"ჩვენ არაფერი შეგვიცვლია, იგივე გზას ვადგავართ, მაგრამ ახლა შედეგები გვაქვს.
გოლები გავიტანეთ, საკუთარ კარში კი არ მიგვიღია, რაც თავდაჯერებას გვმატებს. გუნდის წარმატებაში ყველას თავისი წვლილი შეაქვს, რაც მნიშვნელოვანია", - აცხადებს ფრანგი.
"შანსის მიღებით ძალიან ბედნიერი ვარ, თუმცა ამ ყველაფერს გუნდის კარგი პერფორმანსი განაპირობებს, რაც მთავარია.", - ეს სიტყვები კი დანიელს ეკუთვნის.
შეგახსენებთ, კატალონიელებმა ანტუან გრიზმანის, მარტინ ბრეითუეიტისა და უსმან დემბელეს გოლებით მოიგეს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]