ოფიციალურად: "ეიბართან", "უესკასთან" და "ბილბაოსთან" მატჩების თარიღები და დროები ცნობილია

ოფიციალურად: "ეიბართან", "უესკასთან" და "ბილბაოსთან" მატჩების თარიღები და დროები ცნობილია

ახლახანს "ბარსელონას" მიერ ესპანეთის ჩემპიონატში გასამართი რამდენიმე მატჩის ზუსტი თარიღი და დრო ცნობილი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ლა ლიგის Twitter-ის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

"ბარსა" მე-16 ტურში "ეიბარს" უმასპინძლებს. შეხვედრა 29 დეკემბერს თბილისის დროით 22 საათსა და 15 წუთზე გაიმართება.

მე-17 ტურში "ბლაუგრანა" "უესკას" ესტუმრება. თამაში 3 იანვარს თბილისის დროით 23 საათსა და 55 წუთზე დაიწყება.

ცნობილია მე-2 ტურში "ბილბაოსთან" სტუმრად გასამართი გადადებული მატჩის დროც. კატალონიელები და ბასკები ერთმანეთს 6 იანვარს თბილისის დროით 23 საათსა და 55 წუთზე დაუპირისპირდებიან.

"ბარსელონას" სრული კალენდარი შეგიძლიათ ამ გვერდზე იხილოთ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #1 12 დეკემბერი 2020 13:08
    0
    სამივე მოსაგებია