"ფერენცვაროშის" მწვრთნელი: "ბარსელონა" მესის გარეშეც ძალიან ძლიერია
- 1-12-2020, 22:25
-
DaviD_ViLLa_7
- 24

"ფერენცვაროშის" მთავარმა მწვრთნელმა სერგეი რებროვმა "ბარსელონასთან" ხვალ გასამართი მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
საინტერესო იქნება არა თამაშის ფრედ დასრულება ან გამარჯვება, არამედ ის, რომ კონკურენტული გუნდი ვართ.
"ბარსელონამ" კიევში, ფაქტობრივად, სარეზერვო გუნდით ითამაშა, მაგრამ კატალონიელები მაინც ძალიან ძლიერები იყვნენ. ასე რომ, აზრი არ აქვს, ვინ თამაშობს, მათ თითოეულ პოზიციაზე რამდენიმე თანაბარად ძლიერი მოთამაშე ჰყავთ.
"ბარსა" კვლავ ძალიან ძლიერია მესის გარეშე.
ცნობილია, რომ უნგრულ გუნდთან მატჩის განაცხადში, ტრავმირებული ფეხბურთელების გარდა, ვერ მოხვდნენ კატალონიელთა ლიდერები. "ბლაუგრანას" მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ლიონელ მესის, ფილიპე კოუტინიოსა და მარკ-ანდრე ტერ შტეგენის დასვენება გადაწყვიტა.
"ფერენცვაროშისა" და "ბარსელონას" დაპირისპირება ხვალ 23 საათსა და 55 წუთზე გაიმართება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 24 ]