კოუტინიო შესაძლო წასვლის შესახებ: ვერ ვიტყვით, რა შეიძლება მოხდეს მომავალში

კოუტინიო შესაძლო წასვლის შესახებ: ვერ ვიტყვით, რა შეიძლება მოხდეს მომავალში

"ბარსელონას" 28 წლის ნახევარმცველი, ფილიპე კოუტინიო, გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ დასმულ კითხვას პასუხობს. სპორტულ მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, "ბარსა", ფინანსური მდგომარეობის გამო, ზამთარში ბრაზილიელის გაშვებას აპირებს.

არ ვიცი. სიმართლე არის ის, რომ ჩვენ, უბრალოდ, ვერ ვიტყვით თუ რა მოხდება ან რა არ მოხდება მომავალში. მაგრამ ახლა ჩემს ერთადერთ მიზანს "ბარსელონაში" წარმატების მიღწევა წარმოადგენს.

მას, ასევე, პრემიერ ლიგის შესახებაც ჰკითხეს.

პრემიერ ლიგა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ჩემპიონატია მსოფლიოში. მე ყოველთვის ბედნიერი ვიქნები იმით, რომ მქონდა შესაძლებლობა, მეთამაშა ისეთ გუნდში, როგორიც "ლივერპულია".

- მის სიტყვებს World Soccer ციტირებს.

"ბაიერნიდან" დაბრუნების შემდეგ, ფილიპეს ანგარიშზე 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 1 დეკემბერი 2020 13:04
    0
    ციტატა: ხავი ლეგენდა
    აუცილებლად უნდა დაასვენოს ხვალე ალბა,დე იონგი მესი და გრიზმანი.

    მე ასეთ შემადგენლობას დავაყენებდი.
    შტეგო
    მინგეზა
    ფირპო
    ბარსა ბ
    ექსპერიმენტს ჩავატარებდი და ტრინკაუს დაცვის მარჯვენა ფლანგზე ვათანამაშებდი
    პიანიჩი აუცილებლად
    ალენია
    ბუსკეცი
    ბრეიტვაიტი
    დემბელე
    დელაფუენტე

    დელაფუენტემ მაგარი თამაში ჩაატარა ბარსა ბ-ში ლამაზი გოლი გაიტანა ინდივიდუალობის ხარჯზე

    მესის არ დაასვენებს და არცაა საჭირო დაისვენა მაგან უკვე საკმაოდ გოლები სჭირდება რო მოიხოდოს ცოტა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    წევრი [?]
    #2 1 დეკემბერი 2020 13:01
    1
    არადა როგორი იმედები მყარდებოდა კოუზე.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 1 დეკემბერი 2020 12:48
    2
    რო ვთქვა მეწყინებათქო ამის წასვლა მოგატყუებთ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued