რა როტაციებს მიმართავს რონალდ კუმანი "ფერენცვაროშთან" მატჩში

რა როტაციებს მიმართავს რონალდ კუმანი "ფერენცვაროშთან" მატჩში

ხვალ, "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის მატჩი, "ფერენცვაროშის" წინააღმდეგ, ელის.

Sport გვთავაზობს იმ ცვლილებებს, რომლებიც, შესაძლოა, რონალდ კუმანმა ძირითად შემადგენლობაში გამოიყენოს. როტაციებს საფუძვლად, ერთი მხრივ, გუნდში ტრავმიანობის პრობლემა, მეორე მხრივ კი, ჩემპიონთა ლიგის განაღდებული მერვედფინალი დაედება.

დიდი ალბათობით, დაცვის ცენტრში, კვლავ, ვიხილავთ ოსკარ მინგესას. ბოლო ორ თამაშში კუმანმა აჩვენა, რომ დე იონგის უკან დახევას გამოუცდელი ფეხბურთლისთვის შანსის მიცემა ურჩევნია. ტრავმირებული კლემან ლანგლეს ნაცვლად, მას შეუწყვილდება რონალდ არაუხო, რომელიც, სავარაუდოდ, თამაშის უფლებას ოფიციალურად დღეს მიიღებს.

განსხვავებით დაცვისგან, საყრდენ ზონაში ნიდერლანდელს რამდენიმე არჩევანი აქვს. გუნდს დაუბრუნდა სერჟიო ბუსკეტსი, რომელმაც ნაკრებში მიღებული ტრავმა მოიშუშა. ყველაზე ლოგიკური, სასტარტო თერთმეტეულში, სერჟიოსთან ერთად, ფრენკი დე იონგის დაყენება იქნება, თუმცა, არც მირალემ პიანიჩისა და კარლეს ალენიას ხილვა არ არის გამორიცხული.

რაც შეეხება შეტევას, აქ უნდა ვივარაუდოთ, რომ პედრი, როგორც მინიმუმ, მატჩს სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს. იგი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც მიმდინარე სეზონში ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ხვალინდელი თამაში მისი დასვენებისთვის იდეალურ შესაძლებლობას წარმოადგენს.

ალბათ, კუმანი, ბოლო ორი მატჩის გათვალისწინებით, გრიზმანი-ბრეითუეიტის დუეტს არ დაშლის. მარცხნივ, ფილიპე კოუტინიოს ნაცვლად, უსმან დემბელე დადგება. მედიაში ითქვა, რომ ფრანგს "ატლეტიკოსთან" მიღებული მხრის ტრავმა მცირე დისკომფორტს უქმნიდა და სწორედ ამის გამო ვერ ხვდებოდა ძირითადში. ახლა ეს პრობლემა აღარ დგას და იგი, წესით, სასტარტოში უნდა მოხვდეს.

გამომდინარე იქიდან, რომ კუმანმა ლეო მესი კიევში არ წაიყვანა, ჩემპიონთა ლიგის მორიგ მატჩს იგი არ გამოტოვებს.

"პუშკაშ" არენაზე თამაში ხვალ, თბილისის დროით 23:55 საათზე, დაიწყება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    წევრი [?]
    #8 3 დეკემბერი 2020 10:30
    0
    ციტატა: პავლოვიჩი56
    ორი რამაა სასწრაფო.
    1. პრეზიდენტის ვინაობა.იმედია ლაპორტა გაიმარჯვებს.
    2. ამ კუილას(კუმანი) გაგდება...დიახ გაგდება. ამ დამპა@მა,დაალპო პუჩი სკამზე.

    პავლოვიჩი56,
    Კაი რა, კუმანის გაგდება ჯერ ამ ტყუილად მლანძღველი ხალხის გარდა არავის არ უნდა:დ ან რომ აგდებ ვინ მოგყავს ერთი უკეთესი? Პუჩის დალპობის გამო უნდა გავუშვათ? Უთხრა მაგ ბიჭს ცოტა ხანი მოგიწევს თამაშიო და დარჩა მაინც რიკი!

    Საერთოდ რის გამო უშვებთ ამ კუმანს? Აი ეს ფუჭად და ტყუილად ლანძღვა რა წესია კაცის
    Culé [?]
    #7 1 დეკემბერი 2020 18:17
    0
    ციტატა: M10 S9 D11
    ბუსკეცის და დე იონგის ერთად დაყენება არ შეიძლება ხელს უშლიან ერთმანეთს და ისიც გამოჩნდა რო 4-3-3 სქემით უკეთ ვთამაშობთ ასე რომ
    შტეგენი
    დესტი მინგესა არაუხო ალბა
    პიანიჩი დე იონგი კოუტინიო
    მესი გრიზმანი დემბელე

    ეს კამანდა უნდა დააყენოს და საერთოდაც ამ სეზონში ძირითადის ბირთვი ეს კამანდა უნდა იყოს

    შტეგენი არ მიყავს.
    გულშემატკივარი [?]
    #6 1 დეკემბერი 2020 15:30
    0
    ორი რამაა სასწრაფო.
    1. პრეზიდენტის ვინაობა.იმედია ლაპორტა გაიმარჯვებს.
    2. ამ კუილას(კუმანი) გაგდება...დიახ გაგდება. ამ დამპა@მა,დაალპო პუჩი სკამზე.
    გულშემატკივარი [?]
    #5 1 დეკემბერი 2020 13:29
    3
    საერთოდ პედრი პუჩიზე უკეტესი ტალანტი ვერაა,
    ფანი [?]
    #4 1 დეკემბერი 2020 13:11
    1
    შტეგენი
    დესტი მინგესა არაუხო ალბა
    დე იონგი პიანიჩი
    დემბელე გრიზმანი კოუტინიო
    მესი
    გოგიბერიძე
    სტუმარი [?]
    #3 1 დეკემბერი 2020 13:06
    2
    იმედია მესი ითამაშებს დროა უჩლ-ზეც გაიტანოს კიდე და პელეს რეკორდამდეც სამი გოლი აშორებს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 1 დეკემბერი 2020 12:46
    1
    ბუსკეცის და დე იონგის ერთად დაყენება არ შეიძლება ხელს უშლიან ერთმანეთს და ისიც გამოჩნდა რო 4-3-3 სქემით უკეთ ვთამაშობთ ასე რომ
    შტეგენი
    დესტი მინგესა არაუხო ალბა
    პიანიჩი დე იონგი კოუტინიო
    მესი გრიზმანი დემბელე

    ეს კამანდა უნდა დააყენოს და საერთოდაც ამ სეზონში ძირითადის ბირთვი ეს კამანდა უნდა იყოს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #1 1 დეკემბერი 2020 12:32
    0
    ტერ შტეგენი
    დესტი-მინგესა-არაუხო-ალბა
    ალენია-დე იონგი/პიანიჩი
    მესი-გრიზმანი-დემბელე
    ბრაითვეიტი


    მშვენიერია
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა