ესპანეთის სუპერ თასი, შესაძლოა, ესპანეთში ჩატარდეს

ესპანეთის სუპერ თასი, შესაძლოა, ესპანეთში ჩატარდეს

ესპანეთის სუპერ თასის 2021 წლის გათამაშება, შესაძლოა, საუდის არაბეთის ნაცვლად ესპანეთში ჩატარდეს.

უკვე მე-2 წელია, მარკეტინგული გათვლებითა და ფინანსური სარგებლის ნახვის მიზნით, ქვეყნის სუპერ თასის გათამაშების ჩატარება საზღვარგარეთ იგეგმება. თუმცა, ამჯერად, შესაძლოა, ტურნირის საუდის არაბეთში ჩატარებას ხელი კორონავირუსმა შეუშალოს.

გლობალური პანდემიის გამო სუპერ თასზე გულშემატკივრები არ დაიშვებიან, რაც ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას აიძულებს ტურნირის საუდის არაბეთიდან ესპანეთში დაბრუნებაზე დაფიქრდეს.

COPE-ს ცნობით, განიხილება ვარიანტი, რომლის თანახმადაც სუპერ თასი ესპანეთის საზღვრებს არ გასცდება. თარიღების ცვლილება კი არ იგეგმება - ტურნირი ისევ 13-დან 17 იანვრის ჩათვლით გაიმართება და მასში მონაწილებას კლავ 4 გუნდი მიიღებს (რეალი, ბარსელონა, ბილბაო, სოსიედადი).

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #3 1 დეკემბერი 2020 13:55
    2
    კოპა დელ რეის ფინალი როდის ტარდება?
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    გულშემატკივარი [?]
    #2 1 დეკემბერი 2020 13:39
    1
    ბარსა ბილბაო რო დაეჯახება ორი აზრი არაა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 1 დეკემბერი 2020 12:39
    2
    შესაძლოა კი არა იმედია ესპანეთში ჩატარდება ან კიდე ეს ოთხ გუნდიანი რა მაიმუნობაა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued