ოფიციალურად: "ბარსელონას" საპრეზიდენტო არჩევნების დეტალები ცნობილია
- 30-11-2020, 22:17
-
Writer
- 10

რამდენიმე წუთის წინ "ბარსელონას" საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი ოფიციალურად დადასტურდა.
"ბლაუგრანას" ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, არჩევნები 2021 წლის 24 იანვარს ჩატარდება.
დაზუსტდა სხვა პროცედურების თარიღებიც:
- 23 დეკემბრიდან 11 იანვრის ჩათვლით კანდიდატებმა მხარდამჭერთა ხელმოწერები უნდა შეაგროვონ;
- ხელმოწერების შესაგროვებლად 10 ადგილი იქნება გამოყოფილი;
- თითო კანდიდატს კლუბის წევრის მინიმუმ 2 300 წევრის ხელმოწერა ჭირდება;
- ვინც ხელმოწერების საჭირო რაოდენობას ვერ შეაგროვებს, არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს;
- 15 იანვრიდან 22 იანვრის ჩათვლით წინასაარჩევნო კამპანია წარიმართება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]