"ბარსელონა" მესის ყვითლის გაუქმებისთვის ბრძოლას აპირებს
- 30-11-2020, 20:43
-
Writer
- 5

"ოსასუნასთნ" მატჩში გატანილი ძალიან ლამაზი გოლის შემდეგ ლიონელ მესიმ მაისური გაიხადა და "ნიუელს ოლდ ბოისის" ძველი, 10 ნომრიანი მაისური გამოაჩინა. ასე მიაგო ერთმა არგენტინელმა ლეგენდამ მეორეს პატივი.
შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, მატეუ ლაოსმა ფორმალობას არ გადაუხვია და ლეო გააფრთხილა. ყველა თანხმდება, რომ მესი ყვითელ ბარათს არ იმსახურებდა, ალბათ თავად ლაოსიც ამ აზრზეა, მაგრამ მან მაინც წესებით ხელმძღვანელობა გადაწყვიტა.
კატალონიის რადიოს ინფორმაციით, "ბარსელონა" აპირებს მესის ამ ყვითლის გაუქმებისთვის იბრძოლოს. წყაროს ცნობით, "ბლაუგრანა" ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტს ყვითელი ბარათის გაუქმების თხოვნით ჯერ წერილს გაუგზავნის. პასუხზე იქნება დამოკიდებული, გაასაჩივრებს თუ არა "ბარსა" ყვითელ ბარათს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]