ნოემბრის თვის ვიქტორინის გამარჯვებული ცნობილია

ნოემბრის თვის ვიქტორინის გამარჯვებული ცნობილია

ჩვენს საიტზე ნოემბრის თვის გათამაშება დასრულდა და მაისურის მფლობელიც გამოვლინდა.

სანამ გამარჯვებულს დავასახელებთ, უნდა გავაკეთოთ ერთი განმარტება:

ნოემბრის თვის ბოლო ტურში ჩვენს საიტზე დაისვა შემდეგი შეკითხვა: "რომელ წელს ითამაშა ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა "კამპ ნოუზე" ბოლოს?". ამ კითხვის საავტორო და სწორი პასუხი არის 1969 წელი. მას შემდეგ ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს "კამპ ნოუზე" აღარ უთამაშია. 1992 წელს ითამაშა ესპანეთის ოლიმპიურმა, მაგრამ არა ეროვნულმა ნაკრებმა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ჩვენი საიტის ერთ-ერთ გვერდზე გაპარული იყო არასწორი ინფორმაცია, სადაც ეწერა, რომ ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა "კამპ ნოუზე" ერთადერთხელ, 1992 წელს ითამაშა. ამის გათვალისწინებით, გვეჩაგრებოდნენ ის მომხმარებლები, რომლებმაც ჩვენი და არა მათი ბრალით პასუხი 1992 წელი დააფიქსირეს. მას შემდეგ, რაც პასუხი 1992 წლის ჩათვლა გადაწყდა, გაირკვა, რომ იჩაგრებოდნენ მომხმარებლები, რომლებმაც რეალურად სწორი პასუხი 1969 დააფიქსირეს. ამ რთული სიტუაციიდან მოვნახეთ ასეთი გამოსავალი: კითხვა საერთოდ გაუქმდა და მისი ქულები განულდა, არავინ რომ არ დაჩაგრულიყო, გამოვავლინეთ 2 გამარჯვებული: ერთი საუკეთესო მათგან, ვისაც პასუხი 1992 წელი ჰქონდა და ერთიც მათგან, ვისაც პასუხი 1969 წელი ჰქონდა. ასეთ შემთხვევაში, უკმაყოფილო ვერავინ დარჩება.

რაც შეეხებათ გამარჯვებულებს - ოფიციალურ ჩათვლაში (კითხვის მოხსნის შემთხვევაში, ან თუ პასუხად 1992 წელი ჩაითვლებოდა), პირველი ადგილი გაიყო სამმა მომხმარებელმა. თითოეულმა მათგანმა 134 ქულა მოაგროვა. წესების თანახმად, ასეთ შემთხვევაში, გამარჯვებულად ცხადდება ის, ვინც პასუხებს უფრო სწრაფად გვიგზავნიდა ხოლმე. გაირკვა, რომ ასეთი იყო საბა მიქელაძე, რომელიც პასუხების გამოგზავნას საშუალოდ 3.6 საათს ანდომებდა. მე-2 ადგილზე გავიდა Iniesta. And messi საშუალოდ 5.25 საათით, ხოლო მესამეზე Gamper 11.6 საათთ.

რაც შეეხება ალტერნატიულ ცხრილს, სადაც სწორ პასუხად 1969 წელი ფიქსირდება - 140 ქულა უგროვდება მომხმარებელს Bobi, რომელსაც საბა მიქელაძის მსგავსად, კომპანია GL Sport-ის მიერ დაწესებული პრიზი "ბარსელონას" მაისური გადაეცემა.

მე-2 და მე-3 ადგილზე გასულ მომხმარებლებს, Iniesta. And messi-სა და Gamper-ს კი გადაეცემათ ანდრეს ინიესტასა და ლუის სუარესის ავტობიოგრაფიული წიგნები.

დეკემბრის თვეში კი ვიქტორინის მოყვარულები დაისვენებენ და ასპარეზზს კომენტარების წერის მოყვარულებს დაუთმობენ. დეკემბრის თვის გათამაშებასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორამციას უახლოეს მომავალში მოგაწვდით.

გაგაცნობთ ბოლო ტურში დასმული კითხვების სწორ პასუხებს:

  1. რომელ ქვეყანაში დაიბადა სამუელ უმტიტი?
    სამუელ უმტიტი დაიბადა კამერუნის ქალაქ იუანდეში. წყარო
  2. რომელი გუნდი იყო „ბარსელონას“ მეტოქე 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მატჩში?
    100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბრაზილიის ნაკრებს დაუპირისპირდა. წყარო
  3. „ბარსელონას“ რომელი ფეხბურთელი გააძევეს მოედნიდან იმ „კლასიკოში“, რომელშიც ლეო მესიმ ჰეთ თრიქი შეასრულა?
    "კამპ ნოუზე" ანგარიშით 3-3 დასრულებულ "ელ კლასიკოში" წთელი ბარათი ოლეგერ პრესასმა მიიღო. წყარო
  4. რომელ წელს ითამაშა ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა „კამპ ნოუზე“ ბოლოს?
    ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა "კამპ ნოუზე" ბოლოს 1969 წელს ითამაშა. წყარო
  5. რომელი გუნდის წინააღმდეგ ითამაშა ხავიერ მასკერანომ პირველად დაცვის ცენტრში?
    თავად ხავიერ მასკერანოს თქმით, ცენტრალურ მცველად პირველად "ალმერიასთან" მატჩში ითამაშა. წყარო

საუკეთესო ათეული:

მომხმარებელი I ტური II ტური III ტური IV ტური ჯამი
საბა მიქელაძე 15 30 45 44 134
Iniesta. And messi 15 30 45 44 134
Gamper 15 30 45 44 134
MisterD 10 30 45 44 129
dato35 15 30 39 44 128
Bobi 5 30 45 44 124
ansufati22 15 20 45 44 124
El pistolero 9 10 30 36 44 120
Dest2Messi 15 30 45 24 114
grizmann 15 30 45 24 114

დეტალური ინფორმაცია ჩვენს გათამაშებებზე.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #6 1 დეკემბერი 2020 20:32
    0
    დიდი მადლობა ყველას მოლოცვისათვის
    გულშემატკივარი [?]
    #5 30 ნოემბერი 2020 20:27
    0
    ძალიან გამიმართლა. smiley ჩემი პასუხი არასწორი მეგონა სხვა რაღაცის გამო. სტადიონს "კამპ ნოუ" 2000 წელს დაერქვა ოფიციალურად და ვიფიქრე ადმინისტრაციის მხრიდან უბრალოდ ეშმაკური სვლა იყო და თურმე როგორ ყოფილა. smiley
    Culé [?]
    #4 30 ნოემბერი 2020 20:08
    0
    გილოცავთ გილოცავთ!ოქტომბრის თვის ვიკტორინაშI გავიმარჯვე და მაისური არ მიმიღია,ძაან მაგარი ადმინისტრაციააა
    წევრი [?]
    #3 30 ნოემბერი 2020 20:03
    1
    გიოცავთ წარმატებები
    ფანი [?]
    #2 30 ნოემბერი 2020 19:25
    2
    მომილოცავს
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #1 30 ნოემბერი 2020 17:50
    2
    გილოცავთ🙌❤️