ფილიპე კოუტინიო: ლიგის მოგება ყოველთვის ჩემი დიდი მიზანი იყო
- 30-11-2020, 01:32
-
DaviD_ViLLa_7
- 12

"ბარსელონას" ბრაზილიელმა ნახევარმცველმა მისი ყოფილი კლუბების, "ლივერპულისა" და "ბაიერნის" შესახებ ისაუბრა.
კოუტინიო "ლივერპულში" 2013-2018 წლებში თამაშობდა, რის შემდეგაც ის "ბლაუგრანაში" გადმოვიდა. 28 წლის ფეხბურთელმა 2019/20 წლების სეზონი იჯარით "ბაიერნში" გაატარა, შემდეგ კი ფილიპე კატალონიურ გუნდში დაბრუნდა.
პრემიერ ლიგა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი ჩემპიონატია. "ლივერპულის" მსგავს გუნდში ინგლისის ჩემპიონატში თამაშის შანსისთვის სამუდამოდ მადლობელი ვარ.
შეუძლებელია იმის თქმა, რა შეიძლება მოხდეს ან არ მოხდეს მომავალში, მაგრამ ახლა მხოლოდ "ბარსელონასთან" ერთად წარმატების მიღწევაზე ვფიქრობ.
"ბაიერნში" 3 ტიტული მოვიგე, მათ შორის ბუნდესლიგა და ჩემპიონთა ლიგა, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ იმ დროს, რაც მიუნხენურ კლუბში გავატარე, წარმატების გარდა სხვა რამ შეიძლება ეწოდოს.
ჩემპიონთა ლიგის მოგება ყოველთვის ჩემი დიდი მიზანი იყო. "ბაიერნის" რიგებში მისი მოპოვება ბევრ რამეს ნიშნავს. ახლა ამ ტურნირის მოგება "ბარსელონაში" მინდა.
ეს დრო სამუდამოდ მემახსოვრება. "ბაიერნის" ყოველთვის მადლობელი ვიქნები, მაგრამ ახლა "ბლაუგრანაში" დიდი ენთუზიაზმით დავბრუნდი.
- ციტირებს კოუტინიოს სიტყვებს World Soccer.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]