რივალდოს ემილი რუსოს დაპირებების არ სჯერა

რივალდოს ემილი რუსოს დაპირებების არ სჯერა

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი ემილი რუსო, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, "პარი სენ-ჟერმენის" ვარსკვლავს, ნეიმარს შეიძენს.

როგორც ირკვევა, რუსო ერთადერთი პრეზიდენტობის კანდიდატია, რომელიც ბრაზილიელის დაბრუნებას გვპირდება, თუმცა, "ბლაუგრანას" ლეგენდა რივალდო მის ამ დაპირებას ეჭვქვეშ აყენებს.

"ბარსელონას" ერთ-ერთმა პრეზიდენტობის კანდიდატმა დააანონსა, რომ ის, თუ გაიმარჯვებს, ნეიმარს გაიფორმებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის ამ საარჩევნო პროცესში ცნობადობის ამაღლებაზე უფრო ფიქრობს.

ნეიმარმა განაცხადა, რომ იგი "პარი სენ-ჟერმენში" ბედნიერია. რაც შეეხება "ბარსელონას", როგორც ჩანს, კლუბს გარკვეული ფინანსური პრობლემები აქვს. ასევე, ამ განცხადებას არ გამოხმაურებია არც პსჟ-ის დირექტორი და არც ნეიმარის აგენტი, ასე რომ, ვფიქრობ, ეს უფრო მარკეტინგულ სტრატეგიას ჰგავს, ვიდრე სინამდვილეს.

- რივალდოს ამ სიტყვებს Betfair ციტირებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #4 1 დეკემბერი 2020 02:07
    0
    nika 54,
    დუბლი ვეინალდუმმა შეგვიგდო კი აკვირდებიან და ეგეც არ გამართლდეს🤣🤣
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #3 30 ნოემბერი 2020 15:49
    0
    ციტატა: El pistolero 9
    რეალურად ფინალში პსჟ-ს რომ მოეგო ნეიმარს შეეძლებოდა თავისი სისულელე(ბარსადან რო პსჟ-ში გადავიდა) გაეპრავებინა მაგრამ იქაც წაასხეს.ისე რაც დავამუღამე ვისაც აგდებენ.მომდევნო სეზონში იქ მიდიან.ამან პსჟ გააგდო 6-1ზე და მერე იქ გაგაზა.რონალდომ იუვე გააგდო მაკრატელა რო ტენა და იქ დააწვა.დე ლიხტმა იუვე გააგდო და იუვეში წავიდა...

    აბა ამ ლოგიკით სალახი უნდა მოვიდეს მინიმუმ
    ფანი [?]
    #2 29 ნოემბერი 2020 23:38
    2
    El pistolero 9,
    რა სწორი დაკვირვებაა🤣
    ფანი [?]
    #1 29 ნოემბერი 2020 23:23
    3