ანტუან გრიზმანი: ჩვენ ჩემპიონობა გვსურს

ანტუან გრიზმანი: ჩვენ ჩემპიონობა გვსურს

"ბარსელონას" ფრანგმა შემტევმა, ანტუან გრიზმანმა, "ოსასუნასთან" გამართული მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთა.

ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. ვიცით, რომ ლა ლიგა დიდხანს გრძელდება და ჩვენ ჩემპიონობა გვსურს, თუმცა ამისთვის რთული გზის გავლა მოგვიწევს. ჩემპიონთა ლიგასა და დღეს ნაჩვენები თამაშით, მიზნის მიღწევა შეგვიძლია.

ასეთი დარტყმის შემდეგ, ბურთი ან კარში მიდის ან ტრიბუნებზე, გააჩნია, გაგიმართლებს თუ არა. საბედნიეროდ, ჩემს შემთხვევაში გოლი გავიდა. ჯამში, გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშით ბედნიერი ვარ.

დილით, საუზმისას, ჩემს შვილს ვკითხე თუ როგორ უნდოდა გოლი აღმენიშნა. ეს სწორედ მისთვის იყო.

მესის ჟესტი ძალიან სასიამოვნო სიურპიზი გამოვიდა.

- თქვა 29 წლის ფეხბურთელმა.

მან მატჩის 42-ე წუთზე, "ოსასუნას" კარი ეფექტური დარტყმით აიღო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    წევრი [?]
    #8 30 ნოემბერი 2020 10:25
    0
    ხოდა გავხდებით
    გულშემატკივარი [?]
    #7 30 ნოემბერი 2020 00:04
    2
    დაბადების დღეზე ბარსამ კლუბს და გულშემატკივრებს ძალიან ლამაზი საჩუქარი გაუკეთა!
    ვივა ბარსა, ვისკა ბარსა!!!
    წევრი [?]
    #6 29 ნოემბერი 2020 23:55
    0
    Albicelecte,
    დღე რაც ვანხეთ ცუდი თამაში არიყო მაგრამ გრიზმანის კარგი თამაშის ფონზე კოუ ნაკლებად ჩანდა , როცა რომელიმეს ფლანგზე გადასვლა უწევს შეტევას სიმწვავე აკლდება და გუნდი იძულებულია ცენრტის გავლით დააბრუნოს ბურთი დასცვის ხაზში და თავიდან კომბინაციურად შეუტიონ, გრიზმანის და კოუს ერთად თამაში უბრალოდ ფლანგების გამოყენების და დაცვის გაწელვის საშუალებას ფაქტიურად სპობს, შეტევების უმრავლესობა მოდის ცენტრიდან სადაც მოწინააღმდეგის ზონური თავდაცვა შედეგს იღებს, სანამ ფლანგზე გადაინაცვლებს ბურთი შესაბამისად მცველებიც ასწრებენ გადაწყობას და რეაგირებას, ასე რომ თუ უკეთეში შედეგი გვინდა ფლანგრბი უნდა დატვირთოს კუმანმა 4 2 3 1 ის დანიშნულრბაც სწორედ ეგაა ფლანგზე შექმნა რიცხობრივი უპირატესობა და სისწრაფეზე ააწყო თამაში
    Culé [?]
    #5 29 ნოემბერი 2020 23:24
    3
    როდესაც გუნდი იმდენს ირბენს, რასაც მოწინააღმდეგე, მაშინ 99% იგებენ
    საქმე მნიშვნელოვნადაა ფიზიკაში და მოძრაობაში
    პიკე და რობერტო ჩანს, რომ მაგარი დირკები იყვნენ, 1. შენელებული, 2 დოყლაპია, თუმცა მაინც შინაური და ძვირფასი ხალხი
    ვერტიკალურად აწეულმა შეტევის ცენტრმა გაამართლა, აქაც და კიევშიც
    გრიზი ფლანგიდან ცენტრში ინახვლებდა და დანიელი მის წინ ძალიან ბევრს მოძრაობდა
    მესი უფრო უკან დირიჟორობდა და ბურთი ფნანგებიდან ფლანგზე გადაჰქონდა და სხვა შემტევებს "საქმეს აძლევდა"

    რაც მართალია, ჯეკას ძალიან ჰქონდა მოკლებული
    ვიდალსა და ვანიას კი საჭირო ტემპში გაქაჩვის საშუალება აღარ ჰქონდათ
    მკვდარტური კიდევ რატომღაც ფიზიკაში ძალიან მოიკოჭლებდა
    კოუტინიო შარშან სხვაგან იყო

    კოუტინიო თუ გენერლობას ვერ ქაჩავს, ოფიცრობისა და ჯარისკაცობის დროს ურიგო არაა
    შეიძლება ხსნას არ ეკლოდე მისგან, რასაც ინისგან და ნეისგან მოვითხოვდით, (ის ნაწილობრივ ერთის და ნაწილობრივ მეორის შემცვლელად მოიაზრება) მაგრამ გუნდის თამაშს არ ასუსტებს და თუ არ წაუვა, მაშინ ცვლილებისა და გადაწყობის რესურსი არის გუნდში
    ჩემპიონობა? რატომაც არა? ბერნაბეუზე მოგებაა აუცილებელი
    რეალი უსაზიზღრეს ფორმაშია და ატლეტიკო სად გაფლანგავს ქულებს, კაცმა არ იცის
    ფანი [?]
    #4 29 ნოემბერი 2020 21:24
    9
    უხ შე გენაცვალე აბა რა ასე გააგრძელეთ და იქნება ყველაფერი :დ
    --------------------
    BARCELONA IS MY LIFE
    ფანი [?]
    #3 29 ნოემბერი 2020 20:59
    11
    cezo45,
    იმედია ასე გააგრძელებენ.დღეს ირბინეს და დადეს შედეგი.ასე ტემპში თამაშია საჭირო და გადავუვლით ნებისმიერს
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 29 ნოემბერი 2020 20:58
    11
    რათქმაუნდა გრიზმო მთავარია ეს ტემპი არ დააგდოთ და უფრო მოუმატოთ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #1 29 ნოემბერი 2020 20:46
    11
    ერთი თამაში გაგივარდათ და თავში ნუ აგივარდებათ ახლა მეინდომეს ჩემპიონობა smiley ჩემპიონობას ასეთი თამაშებით ნამდვილად არ იმსახურებთ (დღევანდელ თამაშს არ ვგულისხმობ) მარა თუ ასე გააგრძელებთ მარტო თქვენ კიარა ჩვენ გულშემატკივრებსაც გვსურს თქვენი ჩემპიონობა barca-4