Sport: "ბარსელონას" იანვარში კოუტინიოს გაყიდვა უნდა
- 28-11-2020, 19:01
-
DaviD_ViLLa_7
- 14

Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონა" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელთან, ფილიპე კოუტინიოსთან განშორებას აპირებს. ამის მიზეზი ფინანსური კრიზისია.
კატალონიელი ჟურნალისტები იუწყებიან, რომ "ბლაუგრანას" ეკონომიკური კრიზისის გამო ზამთარში დიდი ფულის გამომუშავება სჭირდება. სწორედ ამიტომ "ბარსას" ბრაზილიელი ვარსკვლავის გაყიდვა სურს.
იმავე წყაროს ცნობით, კატალონიელებმა 28 წლის ნახევარმცველი "იუვენტუსს" შესთავაზეს, მაგრამ ფეხბურთელის მაღალი ფასის გამო, შესაძლოა, ტურინელებს ტრანსფერის განხორციელება გაუჭირდეთ.
ფილიპე კოუტინიომ გასული სეზონი მიუნხენის "ბაიერნში" იჯარით ჩაატარა. ბრაზილიელი "ბლაუგრანაში" მიმდინარე წლის ზაფხულში დაბრუნდა, თუმცა, როგორც ჩანს, არც ისე დიდი ხნით.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]