"ბეტისს" კარლეს ალენიას იჯარით აყვანა ისევ სურს
- 28-11-2020, 17:09
-
DaviD_ViLLa_7
- 3

Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონას" ნახევარმცველის, კარლეს ალენიას სევილიურ "ბეტისში" დაბრუნების შანსი არსებობს.
კატალონიური ჟურნალისტების ცნობით, "ბეტისს" 22 წლის ფეხბურთელის იჯარით აყვანა ისევ სურს. ამის მიზეზი სევილიელთა შუახაზელის, სერჟიო კანალესის კუნთის სერიოზული ტრავმაა. "ბეტისს" მისი ჩანაცვლება სწორედ ალენიათი სურს.
იმავე წყაროს ცნობით, "ბლაუგრანა" ამ ტრანსფერზე ფიქრობს, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებას თავად ფეხბურთელი მიიღებს.
ესპანელ მოთამაშეს მიმდინარე სეზონში ძალიან მცირე სათამაშო დრო აქვს. მან კიევის "დინამოსთან" სასტარტო შემადგენლობაში პირველად ითამაშა და სხვათა შორის, თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა.
ცნობისთვის, კარლეს ალენია "ბეტისში" იჯარით 2019/20 წლების სეზონის მეორე ნახევარში ირიცხებოდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]