ოფიციალურად: "ბარსელონას სერხიო ბუსკეტსი დაუბრუნდა
"ბარსელონას" ერთ-ერთმა ლიდერმა, სერხიო ბუსკეტსმა ტრავმა სრულად მოირჩინა და ის "ოსასუნასთან" ხვალ სათამაშოდ მზადაა.
32 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა დაზიანება ესპანეთის ნაკრებში ყოფნის დროს მიიღო. ამის გამო მან "ატლეტიკოსთან" ლა ლიგაში და კიევის "დინამოსთან" ჩემპიონთა ლიგაზე გასამართი მატჩები გამოტოვა.
რამდენიმე წუთის წინ "ბარსელონამ" დაადასტურა, რომ ბუსკეტსმა თამაშის ნებართვა მიიღო. გამოცდილი ნახევარმცველი ხვალინდელი თამაშის განაცხადში მოხვდა.
ბუსკეტსის დაბრუნება კუმანისთვის კარგი ამბავია, რადგან სერჟი რობერტოს, ჟერარ პიკესა და რონალდ არაუხოს არყოფნაში ნიდერლანდელს უკანა ხაზში სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]