ჟერარ პიკე ვალვერდეს ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად ასახელებს

ჟერარ პიკე ვალვერდეს ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად ასახელებს

"ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა ჟერარ პიკემ Marca-სთან ინტერვიუში მის კარიერაში საუკეთესო მწვრთნელები დაასახელა.

გასაკვირი არაა, რომ პიკემ "ბლაუგრანას" ლეგენდა და "მანჩესტერ სიტის" ამჟამინდელი დამრიგებელი პეპ გვარდიოლა გამოარჩია.

გვარდიოლა გენიოსია. ის სხვა დონეზეა. თუმცა, მყავდა ისეთი დიდებული მწვრთნელებიც, როგორებიც არიან ალექს ფერგიუსონი, ლუის ენრიკე, ვისენტე დელ ბოსკე, ერნესტო ვალვერდე...

საინტერესოა, რომ 33 წლის ფეხბურთელმა ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა "ბლაუგრანადან" "გაგდებული" ერნესტო ვალვერდეც, რომლის ხელმძღვანელობის დროსაც "ბარსა" ჩემპიონთა ლიგიდან სამარცხვინოდ 2-ჯერ გამოვარდა.

ერნესტო ვალვერდე "ბარსელონას" 2017-2020 წლებში წვრთნიდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #7 28 ნოემბერი 2020 19:04
    2
    ვალვერდე იყო მოურინიოს ტიპის მწვრთნელი, რომელიც ჟოზესგან განსხვავებით გადამწყვეტ შეხვედრებში ხდებოდა ჩმორი (ნუ დაჩმორებული ჟოზეც გვინახავს ხშირად)
    ანუ ვგულისხმობდი ქულების საუკეთესოდ შემგროვებელ მწვრთნელს
    ასევე მწვრთნელს, რომელიც ერთ კონკრეტულ ისტორიულ მტერთან საუკეთესო შედეგს დებს და პუბლიკაზე ამითაც მანიპულირებს
    ნუ განსხვავება იყო ის, რომ ვალვერდე უფრო ჩუმია, ასევე არაა უზრდელი და ნაკლებად სკანდალურია
    ნაკლებად უხეში სტილის მოყვარული და არც ყველაფერზე წამსვლელი

    ბარსელონას თავიდანვე უფრო შემტევი ხასიათის მწვრთნელი სჭირდებოდა
    გულშემატკივარი [?]
    #6 28 ნოემბერი 2020 18:27
    0
    გიორგი ჩანგელია,
    რა ფილოსოფია ორჯერ რომ ისტორიული სირცხვილი ჭამა გუნდმა მაგის ხემძღვანელობით ეგარი ფილოსოფია?

    როგორ მეზიზღება ეს მჯმელი მწვრთნელი
    ფანი [?]
    #5 28 ნოემბერი 2020 18:18
    3
    ვალვერდეს ის 2 მატჩი რომ წაუშალო მის ბარსელონურ კარიერაში საერთო ჯამში ძან კაი მწვრთნელი იყო. ნუ თუ გუნდი არ დაფრინავდა და სანახაობრივ თამაშს არ აჩვენებდა შედეგი იყო და შედეგი არის მთავარი დღევანდელ ფეხბურთში. რადგან გავა წლები და ხალხი ისეთია შედეგებით აფასებს ყველაფერს და არა თამაშით და სანახაობით
    Culé [?]
    #4 28 ნოემბერი 2020 18:08
    1
    რომის და ენფილდის კოშმარის მერე ვალვერდე როგორ უნდა დაასახელო????მაგრამ იმ კაცმა თავისი მაქსიმუმი გააკეთა ბარსაში.რაც იცოდა ის ათამაშა გუნდს.საერთოდ ფერნანდესის ბრალია ყველაფერი.ჯერ ტრანსფერები რა იყო და მერე ვალვერდე
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #3 28 ნოემბერი 2020 17:19
    2
    ციტატა: alen halilovic
    ციტატა: გიორგი ჩანგელია
    უკვე ნათლად ჩანს, რომ რაც ხდებოდა, ყველაფერი ვალვერდეს ბრალი არ იყო. ერნესტოს მინუსი ისაა, რომ საკმარისად გამბედავი არ იყო. შემთხვევითი არაა, რომ ყველა ფეხბურთელი პატივს სცემს და ასე თბილად დაემშვიდობენენ, მათ შორის მესიც.

    გამბედავი არ ვიცი მე, (სეტიენი იყო ალბათ ყველაზე გაუბედავი ბოლო პერიოდში). მაგრამ თამაშის ნახვა რო არ მინდოდა იშვიათი შემთხვევების გარდა, ეგ კარგად მახსოვს. მესი თუ მოხოდავდა ხოლმე გუნდს ღირდა რამდენიმე თამაშის ნახვა, ისე ტანჯვა იყო ყველა თამაში 88 წუთიანი. თამაშებს ხო უყურებდით ვალვერდეს დროსაც? კაი ტიპია შეიძლება, ალბათ კარგი მწვრთნელიცაა, მაგრამ ბარსას მწვრთნელი არ უნდა ყოფილიყო არც ერთი დღით (და ის სათვალეებიანი ბიზნესმენი რომ არა არც იქნებოდა)

    შეიძლება მისი სტილი არ შეესაბამებოდა "ბარსას", მაგრამ ფანები რომ აგინებდნენ ვალვერდეს, არსწორი იყო. იმ კაცს ეგეთი ფილოსოფია აქვს და თუ არ გინდა, ნუ დანიშნავ. ბართომეუს ბრალი იყო ყველაფერი.
    --------------------
    LIONEL ANDRES LEO MESSI
    Culé [?]
    #2 28 ნოემბერი 2020 16:18
    2
    ციტატა: გიორგი ჩანგელია
    უკვე ნათლად ჩანს, რომ რაც ხდებოდა, ყველაფერი ვალვერდეს ბრალი არ იყო. ერნესტოს მინუსი ისაა, რომ საკმარისად გამბედავი არ იყო. შემთხვევითი არაა, რომ ყველა ფეხბურთელი პატივს სცემს და ასე თბილად დაემშვიდობენენ, მათ შორის მესიც.

    გამბედავი არ ვიცი მე, (სეტიენი იყო ალბათ ყველაზე გაუბედავი ბოლო პერიოდში). მაგრამ თამაშის ნახვა რო არ მინდოდა იშვიათი შემთხვევების გარდა, ეგ კარგად მახსოვს. მესი თუ მოხოდავდა ხოლმე გუნდს ღირდა რამდენიმე თამაშის ნახვა, ისე ტანჯვა იყო ყველა თამაში 88 წუთიანი. თამაშებს ხო უყურებდით ვალვერდეს დროსაც? კაი ტიპია შეიძლება, ალბათ კარგი მწვრთნელიცაა, მაგრამ ბარსას მწვრთნელი არ უნდა ყოფილიყო არც ერთი დღით (და ის სათვალეებიანი ბიზნესმენი რომ არა არც იქნებოდა)
    Culé [?]
    #1 28 ნოემბერი 2020 16:06
    6