ემილი რუსო: ნეიმარს იმ შემთხვევაში დავიბრუნებთ, თუ მისი უფასოდ დამატება შეგვეძლება

ემილი რუსო: ნეიმარს იმ შემთხვევაში დავიბრუნებთ, თუ მისი უფასოდ დამატება შეგვეძლება

"ბარსელონას" პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ემილი რუსომ, L'Esportiu-სთან ინტერვიუში ის პირობები დაასახელა, რომელთა შესრულების შემთხვევაში "პარი სენ-ჟერმენის" სუპერვარსკვლავის, ნეიმარის კატალონიურ კლუბში დაბრუნებაზე იზრუნებს. 

ბოლო ჩემპიონთა ლიგა სწორედ ნეიმართან ერთად მოვიგეთ, პსჟ-სთან 6-1 მოგებაში კი მან ყველაზე დიდი როლი ითამაშა. 
დიდი ფულის გადახდა იმისთვის, რომ ნეიმარი დაბრუნდეს, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, მაგრამ თუ მისი უფასოდ დამატების შესაძლებლობა იქნება, ამაზე ვიფიქრებთ. 
ამასთან ერთად, ნეიმარმა "ბარსელონას" წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი სარჩელები უკან უნდა გამოიტანოს. 

გუშინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ზამთრის სატრანსფერო პერიოდის სამოქმედო გეგმას პრეზიდენტობის ყველა კანდიდატი ერთობლივად დაგეგმავს, ასე რომ თითოეული მათგანის, მათ შორის რუსოს პოზიცია, მნიშვნელოვანი იქნება. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 28 ნოემბერი 2020 15:06
    1
    ეს თუ დააბრუნეს და ბარსა "მეტი ვიდრე კლუბი" აღარ იქნება
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #1 28 ნოემბერი 2020 14:02
    3
    ესენი ღადაობენ უკვე, ხელფსის გარეშეც ხომ არ უნდა რომ ითამაშოს : დ :დ : დ