ბუსკეტსი თავს კარგად გრძნობს

ბუსკეტსი თავს კარგად გრძნობს

ესპანელი ჟურნალისტი, ადრია ალბეტი, "ბარსელონას" ნახევარმცველის, სერხიო ბუსკეტსის შესახებ წერს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ბუსკეტსმა, რომელმაც ესპანეთის ნაკრებთან ერთად თამაშის დროს დაზიანება მიიღო, შუა კვირაში თავის გარემოცვას აცნობა, რომ თავს კარგად გრძნობს და 2 დღეში გამოჯანმრთელდება. ეს იმას ნიშნავს, რომ 32 წლის ფეხბურთელი "ოსასუნასთან" ლიგის მომდევნო მატჩში რონალდ კუმანის განკარგულებაში იქნება. 

ბუსკეტსის გამოჯანმრთელების სავარაუდო თარიღი აქამდე ცნობილი არ იყო. ის გუნდს "ატლეტიკოსა" და კიევის "დინამოსთან" შეხვედრებში ვერ დაეხმარა, გუშინ კი თანაგუნდელებთან ერთად ივარჯიშა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 27 ნოემბერი 2020 17:20
    2
    მე ხო ვიცი ეხლა ეგრევე ძირითადში გააკვეხებს არადა ბავშვებმა მშვენივრად შეუბერეს კიეველებთან
    ფანი [?]
    #1 27 ნოემბერი 2020 16:31
    1
    ძირითადმა კიევთან 1:1 ითამაშა, ისე ბუსი და რამოდენიმე ძველი სკამზე ჯობია, ახალგაზრდება ბევრად უკეთ გაართვეს თავი