ხავიერ ტებასი: ჩვენ გვსურს, რომ 3000 გულშემატკივარს დასწრების უფლება ჰქონდეს
- 27-11-2020, 02:14
-
kraken
- 2

მსოფლიო ფეხბურთის სამიტზე ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა, ესპანეთის ჩემპიონატში არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა:
"ჩვენი მიზანია, რომ საწყის ეტაპზე 3000 გულშემატკივარს დასწრების უფლება ჰქონდეს. იანვრის ბოლოს კი უფრო მეტ მაყურებელს უნდა ველოდოთ. ტრიბუნების 100% მომავალ სეზონამდე არ გაივსება."
"მე მსურს, რომ მესი ლა ლიგაში იყოს, ისევე როგორც მოურინიო, კლოპი, გვარდიოლა, კრიშტიანუ... ისინი ჩემპიონატს განვითარების მეტ საშუალებას მისცემენ. იმედს ვიტოვებ, რომ ლეო დარჩება, ის ისტორიაში საუკეთესოა, ამით ყველაფერია ნათქვამი."
"თითოეული კლუბის ფინანსური კეთილდღეობა ჩვენი მთავარი საფიქრალია. ლა ლიგა ეკონომიკურად ყველაზე გაძლიერებული დაბრუნდება. "ბარსელონამ" "რეალისა" და "იუვენტუსის" მსგავსად, ბილეთების ჯიხურების, მუზეუმისა და მაღაზიების დახურვის გამო ყველაზე მეტად იზარალა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]