ტონი ფრეიშა: ნეიმარი ევროპის 30 საუკეთესო ფეხბურთელშიც კი არ შედის

ტონი ფრეიშა: ნეიმარი ევროპის 30 საუკეთესო ფეხბურთელშიც კი არ შედის

"ბარსელონას" პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ტონი ფრეიშა ნეიმარის კატალონიურ კლუბში დაბრუნებასთან დაკავშირებით საინტერესო განცხადებას აკეთებს.

თუ პრეზიდენტად ამირჩევენ, ნეიმარს არ შევიძენ. ამას 2 მიზეზი აქვს - ის, თუ როგორ დატოვა მან გუნდი და მისი ამჟამინდელი სათამაშო დონე. ამჟამად ნეიმარი ევროპის 30 საუკეთესო ფეხბურთელშიც კი არ შედის.

- განაცხადა ფრეიშამ El Larguero-სთან საუბრისას.

ესპანური მედიის ცნობით ტონი ფრეიშას, რომელიც "ბარსას" მმართველობის ყოფილი წევრია, ჟოან ლაპორტასა და ვიქტორ ფონტის შემდეგ არჩევნების მოგების ყველაზე დიდი შანსი აქვს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.