პრეზიდენტობის კანდიდატის დაპირებები: ნეიმარის დაბრუნება, "კამპ ნოუსთვის" მესის სახელის დარქმევა...

პრეზიდენტობის კანდიდატის დაპირებები: ნეიმარის დაბრუნება, "კამპ ნოუსთვის" მესის სახელის დარქმევა...

"ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი ემილი რუსო საარჩევნო კამპანიაში ხმაურიანი დაპირებებით ჩართვას აპირებს.

ჯერ კიდევ მიმდინარე წლის დასაწყისში ემილი რუსო ჟოზეპ მარია ბართომეუს ერთ-ერთ უახლოეს ადამიანად მიიჩნეოდა და ივარაუდებოდა, რომ ბართომეუს ბორდი 2021 წელს გასამართ არჩევნებზე კანდიდატად სწორედ მას დააყენებდა. თუმცა გაზაფხულზე მათ შორის კონფლიქტი წარმოიშვა, რამაც რუსოს დირექტორთა საბჭოდან წამოსვლა გამოიწვია.

ემილი რუსო ჯერჯერობით ერთადერთი კანდიდატია, რომელიც ნეიმარის "ბარსელონაში" დაბრუნების დაპირების გაცემას აპირებს. Onda Cero-ს ჟურნალისტის, ალფრედო მარტინესის ცნობით, რუსო ნეიმარის ყიდვას შეეცდება, თუ ბრაზილიელი "ბარსელონას" მიმართ სამართლებრივ დავას შეწყვეტს.

იმავე წყაროს ცნობით ემილი რუსოს კიდევ ერთი დაპირება "კამპ ნოუსთვის" სახელის გადარქმევა და მისთვის ლეო მესის სახელის მინიჭებაა. რუსო ასევე აპირებს კლუბში დაასაქმოს ანდრეს ინიესტა, კარლეს პუიოლი და ჩავი ერნანდესი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    წევრი [?]
    #7 27 ნოემბერი 2020 11:03
    0
    ანუ ნეიმარს თუ მოიყვანა ანსუ სად მიჰყავთ? და მესის სახელს რო არქმევ ანუ თავისთავად მესი გუნდიდან აღარ უნდა გაუშვა რადგან ტეხავს, თან მესი გასაშვებიცაა(წინა ჩემი კომენტარი ნახეთ და მიხვდები რატო ვფიქრობ ასე). barca-4
    --------------------
    Always basca
    გულშემატკივარი [?]
    #6 27 ნოემბერი 2020 00:14
    0
    ასეთ იდიოტობებს რა უნდატ გუნდშI და ბ*იად შეეშვით ამ ნეიმარს აღარ შეიძლება ??? ..... რა გააწყალეთ საქმეე #ლაპორტა პრეზიდენტად .... და ეს მესის სახელის დარქმევაა ?? რაპონტია რა სიდებილეა

    8-I N I E S T A-8,
    სა რატოო უნდა დაერქვას მესის სახელიი /???
    Culé [?]
    #5 27 ნოემბერი 2020 00:03
    2
    ლაპორტას გარდა მადრიდის ფულზე გაყიდული ბოზები ხართ ყველა ! .... პიკე იქნებოდა ყველაზე კარგი ვარიანტი
    Culé [?]
    #4 26 ნოემბერი 2020 23:41
    4
    აუუფ, ამას ქართულ ოცნებასთან გაუვლია კონსულტაცია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 26 ნოემბერი 2020 21:15
    9
    სტადიონს ქვია კამპ ნოუ და მორჩა მესის ძეგლიც ეყოფა ნეიმარი კიდე გაიკეთოს უკან
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    წევრი [?]
    #2 26 ნოემბერი 2020 21:05
    2
    მანიმარი ფატი მესი👍2 სეზონი დაგლიჯავენ.
    კამპ ნოუს რო მესის სახელი უნდა დაერქვას ამას ყველა პრეზიდენდი უნდა პირდებოდეს გშემატკივრებს.
    ფანი [?]
    #1 26 ნოემბერი 2020 20:40
    3
    ბართომეუსთან სახელთან დაკავშირებული დამლაგებელიც აღარ მინდს გავიგონო ბარსას სტაფში🤬🤬🤬🤬🤬🤬 ჯერ ამ ნეიმარის დაბრუნების ინიციატივით რატო იწონებენ თავს?! ან კამპ ნოისთვის მესის სახელის დარქმევით?! ბარსა ნებისმიერ ფეხბურთელზე დიდია და არც კამპ ნოუს უნდა შეეცვალოს სახელი. ნეიმარის დაბრუნება კიდე კლუბის შეურაცხყოფაა მე თუ მკითხავ. თითქმის 29 წლის ნეიმარი მოჰყავთ გუნდში რომელმაც მომავალში უნდა დაამყაროს ჰეგემონია ევროპაში, რაც არის სრული სისულელე,მერე კიდე გუნდს ფინანსური კრიზისი აქვს და ელემენტარულ ტრანსფერს ვერ აკეთებს და ესენი ჩვენ გვაბოლებენ რომ სუპერ ტრანსფერს გააკეთებენ🤬🤬🤬