ანდრე ვილაშ-ბოაში: ფიფამ 10 ნომრიანი მაისური ყველა გათამაშებიდან უნდა ამოიღოს
- 26-11-2020, 17:12
-
ჯერემი რენერი
- 12

ფრანგული "მარსელის" მთავარმა მწვრთნელმა, ანდრე ვილაშ-ბოაშმა, Mirror-თან ინტერვიუში დიეგო მარადონას გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა.
"მარადონა, დიახ, ეს მძიმე ამბავია. ჩემი აზრით, ყველა გუნდში, ყველა შეჯიბრზე, ფიფამ 10 ნომრიანი მაისურები უნდა გააუქმოს. ეს საუკეთესო დაფასება იქნებოდა, რასაც ჩვენ მისთვის შევძლებდით. ის მსოფლიო ფეხბურთის უდიდესი დანაკარგია.",
- განაცხადა პორტუგალიელმა.
დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. ლეგენდარული ფეხბურთელი გუშინ გულის მწვავე შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]