რონალდინიო: ვუთანაგრძნობ მარადონას ოჯახს და ყველას, ვისაც ეს გენიოსი უყვარდა
- 26-11-2020, 17:04
-
ჯერემი რენერი
- 1

"ბარსელონას" და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ექს-მოთამაშე, რონალდინიო, ლეგენდარული დიეგო მარადონას გარდაცვალებას გამოეხმაურა.
"ჩემი თანაგრძნობა მარადონას ოჯახს და ყველას, ვისაც ეს გენიოსი უყვარდა. ჩემი მეგობარი, ჩემი კუმირი, ჩემი "ათიანი" - მადლობა თითოეული მომენტისთვის, იქნებოდა ეს თამაში თუ ჩვეულებრივი ვახშამი. ჩვენი დიალოგი მუდამ განსაკუთრებული იყო და მე დავაფასებ სიხარულის ყველა მომენტს მოედანზე, რაც მე მქონდა, რადგან აღფრთოვანებული ვიყავი შენით და პატივს ვცემდი შენს სიდიადეს.
შენ შთაგონება იყავი მთელი ჩემი კარიერის მანძილზე. შენთან შეხვედრის მომენტი - ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესოა. მოედანზე ჩემს კუმირთან ერთად ვიყავი. მშვიდად განისვენე, ჩემო კუმირო, მე შენ მიყვარხარ... ჯადოქრების ჯადოქარო!",
- წერს რონალდინიო Twitter-ზე.
Meus sentimentos à família e a todos que amam este gênio. Meu amigo, meu ídolo, meu número 10, obrigado por cada instante em sua cia, seja em jogos ou num simples jantar. pic.twitter.com/qOISSEtLmn
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]