დიეგო მარადონას უკანასკნელი სიტყვები
- 26-11-2020, 13:47
-
Tsitsi
- 3

25 ნოემბერს არგენტინელი მსოფლიო ლეგენდა, დიეგო მარადონა გარდაიცვალა. ყოფილი ფეხბურთელი ბოლო პერიოდში სამკურნალო დაწესებულებებს ხშირად სტუმრობდა.
Daily Star იუწყება, რომ 25-ში დილით დიეგომ ფერმკრთალმა გაიღვიძა. მირთმეული საუზმის შემდეგ, მარადონა საწოლში სწრაფად დაბრუნდა და, გარდაცვალებამდე, ძმისშვილს შემდეგი რამ უთხრა: "თავს კარგად არ ვგრძნობ".
დაახლოებით, 12-საათისთვის, დიეგოს გულის შეტევა დაეწყო. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ექიმებს იგი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
არგენტინის პრეზიდენტმა, ალბერტო ფერნანდესმა მომდევნო 3 დღე ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]