რა უთხრა რონალდ კუმანმა ლუჩესკუს თამაშამდე?
- 25-11-2020, 23:52
-
DaviD_ViLLa_7
- 54

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი კიევის "დინამოსთან" შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე უკრაინული გუნდის მთავარ მწვრთნელს მირჩა ლუჩესკუს გაესაუბრა.
AS-ისა Movistar-ის ჟურნალისტებმა გაშიფრეს ის სიტყვები, რომლითაც ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ლუჩესკუს მიმართა:
ტრავმების მხრივ არ გვიმართლებს. ანსუ ფატი 3 თვეს გამოტოვებს, ჟერარ პიკემ, შესაძლოა, 4-5 თვე ვერ ითამაშოს, სერჟი რობერტო კი 2 თვით გამოგვაკლდა.
მიუხედავად სერიოზული საკადრო პრობლემებისა, "ბლაუგრანას" კიევის "დინამოს" დამარცხება არ გასჭირვებია. კატალონიელებმა უკრაინელები 4-0 გაანადგურეს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2 3
კომენტარები [ 54 ]