მარადონა და "ბარსელონა"

მარადონა და "ბარსელონა"

60 წლის ასაკში მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშემ, დიეგო არმანდო მარადონამ დაგვტოვა.

არგენტინელმა გენიოსმა ბრწყინვალე კარიერა 1976 წელს „არგენტინოს ხუნიორსში“ დაიწყო, 5 წლის შემდეგ კი „ბოკას“ შეუერთდა და მისი ხასიათიც მკვეთრად გამოჩნდა - იგი წავიდა ხალხის გუნდში და არა - ელიტის. მარადონა „ბარსელონაში“ სწორედ „ლა ბომბონერას“ ბინადართა რიგებში 1-წლიანი მოღვაწეობისა და 1882 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გადმოვიდა.

კატალონიელებმა დიეგოს სანაცვლოდ იმ დროს რეკორდული თანხა - 8 მილიონო ევრო - გადაიხადეს. მართლაც, მისი ერთი ფეხი ხომ 4 მილიონი ღირდა...

როგორც ჟოან გასპარი იხსენებდა, მარადონაზე არგენტინელი ხალხი იმდენად გიჟდებოდა, რომ, როდესაც იგი შეიძინეს, გულშემატკივართა რისხვის პრევენციის მიზნით, სასტუმროდან აეროპორტში ტანკით წაიყვანეს, ხოლო პოლიციელებმა მხოლოდ მაშინ დატოვეს ტერიტორია, როდესაც უკვე ყველა თვითმფრინავში იმყოფებოდა.

დიახ, ასე განიცადეს არგენტინელებმა დიეგოს წასვლა, მაგრამ ამ ფაქტით მიყენებული ტკივილი, მაინც, მის მიმართ არსებულმა უდიდესმა სიყვარულმა გადაწონა, რომელიც უკვდავია და მუდამ იარსებებს.

სამწუხაროდ, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, მარადონამ „ლურჯ-ბროწეულისფერთა“ შემადგენლობაში დიდ წარმატებებს ვერ მიაღწია. წარუმატებლობის განმაპირობებელი ფაქტორები დაზიანებები გახლდათ, რომლის გამოც მას ბევრი გაუცდა და „ბარსაში“ გატარებულ 2 სეზონში, 58 მატჩში თავი 38 გოლით გამოიჩინა.

1982/83 წლებში არგენტინელმა „ბლაუგრანაში“ - ესპანეთის თასი და ესპანეთის ლიგის თასი, ხოლო 1983/84 წლებში ესპანეთის სუპერ თასი მოიგო.

ლეგენდამ „ბარსელონური“ კარიერის განმავლობაში 2 ულამაზესი გოლი შეაგდო, რაც განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ - პირვეელი მათგანი „ელ კლასიკოში“, მადრიდის „რეალთან“ გატანილი ბურთია, როდესაც მან მეკარე მოატყუა, კარის ხაზზე მცველიც დააწვინა და ტყავის სფერო ბადეში მშვიდად გაახვია; ხოლო მეორე - „ცრვენა ზვეზდასთან“, როდესაც მეკარეს უზუსტესი დარტყმით ბურთი თავზე გადაუგდო.

საბოლოოდ, ყველაფერი 1884 წელს ბილაბოს „ატლეტიკთან“ ხელჩართულ ჩხუბში (ჩხუბში, რომლის მსგავსსაც ხშირად ნამდვილად ვერ ვიხილავთ) მიღებული ტრავმით დასრულდა.

„ბარსელონური“ კარიერის დასრულების შემდეგ, მარადონას უძლიერეს კლუბებში არ უთამაშია, თუმცა ეს ხომ მისი სტილი იყო - სუსტების მხარეს ძლიერების წინააღმდეგ ბრძოლა. იგი 6.97 მილიონად „ნაპოლიში“ გადაბარგდა და ამ გუნდის ლეგენდადაც იქცა, ნეაპოლელებს კი საუკეთესო პერიოდი დაუდგათ.

სუსტები ვახსენდეთ და, არგენტინას ასე ვერ მივმართავთ, თუმცა მის მთავარ მეტოქესა და კონკურენტს, ბრაზილიას მუნდიალი უკვე სამჯერ ჰქონდა მოგებული, ეს კი იმ ქვეყანაში, რომელშიც ფეხბურთი რელიგიაა, დიდი დარტყმა იყო. გამოსავალი სად ჩანდა?! - სწორედ ამ დროს გამოჩნდა ლეგენდარული ათიანი.

პოლიტიკური მიზეზების გამო, „ბოკას ხუნიორისის“ ფეხბურთელები მსოფლიოში უმნიშვნელოვანეს ტურნირზე არ წაიყვანეს, თუმცა, მიუხედავად ამისა, „ალბისელესტემ“, 1978 წელს, მარადონას გარეშე შეძლო მუნდიალის პირველად მოგება, ხოლო 1986 მსოფლიო ჩემპიონატს, სადაც არგენტინელმა გაიბრწყინა და ფინალში მისმა გუნდმა დასავლეთ გერმანიას 3-2 სძლია, ჩვენი წარდგენა ნაკლებად სჭირდება.

როგორც ვახსენეთ, დიეგო გამოჩნდა და ეს ქვეყნისთვის დიდი შვება იყო, ვინაიდან, არგენტინა ვარსკვლავებს მოისაკლისებდა - მართალია, ეროვნებით არგენტინელი შეიძლება იყო, მაგრამ - ომარ სივორი იტალიისკენ გაეშურა, ალფრედო დი სტეფანო კი ესპანეთის ნაკრებში თამაშობდა. სამხრეთ ამერიკელებს მარადონას ლიდერობით მსოფლიო ჩემპიონობა მესამედაც შეეძლოთ, თუმცა, მსაჯის საკამათო გადაწყვეტილების „დამსახურებით“, ეს არ მოხდა.

დღეს, 2020 წლის 25 ნოემბერს, ლეგენდას გული გაუჩერდა და მთელი საფეხბურთო (და არამარტო) სამყარო შეძრა.

მშვიდობით, ლეგენდავ...

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #4 26 ნოემბერი 2020 00:12
    0
    მსვიდად განისვენე ლეგენდავ😥😥😥😥
    Pedro
    სტუმარი [?]
    #3 26 ნოემბერი 2020 00:05
    0
    Ესეთ ფერებში დატოვეთ საიტი და აღარსოდეს შეცვალოთ. Ჩვენ ხომ დღეს დავკარგეთ ყველაფერი :(
    Culé [?]
    #2 25 ნოემბერი 2020 23:05
    0
    მსოფლიომ დაკარგა შეუფასებელი განძი!!!
    მწერალი [?]
    #1 25 ნოემბერი 2020 23:03
    0
    მშვიდად განისვენე, დიეგო sob მუდამ, ჩვენს გულებში! <3
    --------------------
    🔵🔴