ოსკარ მინგესა "ბარსელონას" ისტორიაში შევიდა

ოსკარ მინგესა "ბარსელონას" ისტორიაში შევიდა

გუშინ "ბარსელონას" პირველ გუნდში 21 წლის ცენტრალური მცველის, ოსკარ მინგესას დებიუტი შედგა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა "ბლაუგრანაში" არსებული სერიოზული საკადრო პრობლემებით ისარგებლა და გვიჩვენა, რომ შეგვიძლია მისი იმედი გვქონდეს.

კიევში თამაშით მინგესა "ბარსელონას" ისტორიაში შევიდა. ის მხოლოდ მე-4 ფეხბურთელი გახდა, რომელმაც კლუბის ყველა ასაკობრივი დონე და "ბარსა ბ" გაიარა, საბოლოოდ კი პირველ გუნდშიც მოხვდა.

მინგესა "ლა მასიას" 7 წლის ასაკში შეუერთდა, 2018/19 წლების სეზონში კი "ბარსა ბ-ში" დაწინაურდა.

ოსკარ მინგესამდე ეს შედეგი სერჟი სამპერს, კარლეს ალენიასა და მარტი რივეროლას ჰქონდათ დაფიქსირებული. აღსანიშნავია, რომ დებიუტი რივეროლასაც ჩემპიონთა ლიგაზე ჰქონდა, მაგრამ მას შემდეგ ის პირველ გუნდში აღარ გამოჩენილა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 25 ნოემბერი 2020 17:13
    1
    მშვენიერი მატჩი ჰქონდა, საკუთარი აღზრდილების დაფასება რომ დაივიწყა კლუბმა, მაგიტომ წავიდა საქმე უკან
    არა მგონია რომ მინგესა-არაუხოზე უკეთ ეთამაშათ ლენლგეს და თუნდაც ტოდიბოს
    ან გრიმალდო-კუკურელაზე უკეთ ფირპოს
    წევრი [?]
    #3 25 ნოემბერი 2020 16:24
    1
    საინტერესოა
    ფანი [?]
    #2 25 ნოემბერი 2020 15:23
    1
    რაც ითამაშა პირველივე შეხვედრაში უდაოდ დასაფასებელია.. ვნახოთ მომდევნო მატჩებს როგორ ითამაშებს ამ გადასახედიდან ნდობა ნამდვილად შეიძლება..
    გულშემატკივარი [?]
    #1 25 ნოემბერი 2020 12:08
    7
    ძაან კარგად ითამაშა, თან ეტყობა რო უხეში, პიკეს ეს მირჩევნია
    --------------------
    Always basca