პაბლო საბალეტა: მესის "ბარსელონასთვის" მხოლოდ საუკეთესო უნდა

პაბლო საბალეტა: მესის "ბარსელონასთვის" მხოლოდ საუკეთესო უნდა

"მანჩესტერ სიტის" ყოფილმა არგენტინელმა ფეხბურთელმა პაბლო საბალეტამ Marca-სთან მისი თანამემამულის, "ბარსელონას" ლიდერის, ლიონელ მესის ირგვლივ შექმნილ დაძაბულ სიტუაციაზე კომენტარი გააკეთა.

ვიცი, რომ მესი ახლა ამ სიტუაციით სიამოვნებას ვერ იღებს. ის მხოლოდ იმაზე უნდა ფიქრობდეს, თუ რა არის საუკეთესო მომავლისთვის. მან კლუბი კვლავ ტიტულების მომგებ გზაზე უნდა დააყენოს.

"სიტისა" და მესის გეგმებზე არაფერი ვიცი. ლეოსთვის ყველაზე კარგი არსებულ მდგომარეობაზე აქცენტის გაკეთებაა. გუნდის შეცვლის შემთხვევაში, გამიხარდება, თუ ის "მანჩესტერ სიტის" აირჩევს.

"ბარსელონასა" და მესის შორის ყოველთვის იყო კავშირი, რომლის გაწყვეტას ამ მომენტამტე ვერასდროს წარმოვიდგენდით. არსებობს რაღაცები, რომელთა გამოც ლეო, ამჟამად, ბედნიერი არაა.

მესის გამარჯვებულისა და კონკურენტის მენტალიტეტი აქვს. მას "ბარსელონასთვის" საუკეთესო უნდა. ლეოს ბედნიერებას ვუსურვებ და იმედი მაქვს, რომ ამას "ბარსელონაში" იპოვის. ვნახოთ, რა მოხდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.