ინგლისური მედია: "სიტი" მესისთვის 10-წლიან კონტრაქტს ამზადებს

ინგლისური მედია: "სიტი" მესისთვის 10-წლიან კონტრაქტს ამზადებს

The Times-ის ცნობით, "მანჩესტერ სიტი" "ბარსელონას" არგენტინელ კაპიტანს, ლიონელ მესის, 10-წლიან თანამშრომლობას შესთავაზებს.

ინგლისური გამოცემის მტკიცებით, გეგმის პირველი ნაწილი ლეოს, პეპ გვარდიოლასთან ერთად, "სიტიში" თამაშს გულისხმობს. რამდენიმე სეზონის შემდეგ, მას კარიერის დასკვნითი ნაწილის გატარება City Football Group-ის საკუთრებაში არსებულ 8 საფეხბურთო კლუბში შეეძლება: "იოკოჰამა", "მელბურნ სიტი", "ნიუ-იორკ სიტი" და სხვა. ეს არის კომპანია, რომელიც "მანჩესტერ სიტის" ფლობს. ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ კი მესი "სიტის" მსოფლიო ელჩი გახდება.

აღსანიშნავია, რომ აქამდე, Sky Sports-მა იუწყა, რომ "ქალაქელებმა", მაღალი ანაზღაურების გამო, არგენტინელის შეძენა გადაიფიქრეს

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #7 24 ნოემბერი 2020 22:40
    0
    ხალხი იმპერიებს ქმნიდნენ და ათწლეულები ჭირდებოდათ რომ ამხელა ფული ეშოვათ, ამან უბრალოდ არაფერში ,უბრალოდ ფეხბურთელია რა ბოლო ბოლო თუნდაც საუკეთესო ... იშოვა მილიარდი ცოტა ძაან ზედმეტი მოზდით უკვე.
    სტუმარი გიო
    სტუმარი [?]
    #6 24 ნოემბერი 2020 22:03
    0
    M10 S9 D11,
    აბა სად? ჩიხურაში თუ სამგურალში?
    Culé [?]
    #5 24 ნოემბერი 2020 17:14
    0
    აი ამ 10 წელიწადში სრულიად და საკმაოდ ამოქაჩავენ ლეოსგან ფინანსებს, სიტიში თუ გამოვა რამეს მოგება ხო უკვე ფანტასტიკა იქნება სიტისთვის, მერე ამერიკაში ნიუ-იორკ სიტიში პენსიონერების ტურნირში კიდევ ბლომად იშოვიან ფულს და ბოლოს სიტის ელჩი. არაფრის გაკეთება აღარ უნდა ივლის მსოფლიოში "ბრენდი მესი" და გახსნის ახალ მოედნებს თუ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრებს, სიტიც იხეირებს და მესიც. გგონიათ მსურველი არ ეყოლება მსოფლიოში რო დაისწრონ, რამე სპორტულ ღონისძიებებზე? გახსოვთ 2 წლის წინ მარადონას მიწვევა რუსეთში მუნდიალზე. თავისი ოთახი ლოჟაში გაშლილი სუფრით და ნარკოტიკებით, სწორედ იქ გაითიშა და პირდაპირ სავადმყოფოში მოხვდა, ამის შემდეგ ჩამოართვეს ელჩის სტატუსი. იმედია ლეო არ დავა მაგ დონეზე და ღირსეულად ატარებს თავის სახელს.

    ციტატა: fcbmaniacofalltime
    43 წლის მესი ასრულებს კარიერას სიტიში ეს გამოცემა დასახური

    სად წერია 43 წლამდე ითამაშებს-ო? ეს შეთავაზება უკვე ქონდა შარშან, 3 წელი სიტიში და მერე სიტის ნიუ-იორკის გუნდში, რა ვერ ითამაშებს იქ პენსიონერებთან? ელჩს კი არავინ თამაშს არ მოსთხოვს, მაქსიმუმ ბურთის თამაშში შეყვანა შესთავაზონ ან წითელი ლენტის გაჭრა სადმე ახალმშენებარე სპორტულ ნაგებობებზე, და რა არის აქ ფანტასტიკა. მათ 2-3 წელი უნდათ სიტიში, მერე კი ფულის კეთებაზე გადავლენ. გგონიათ არ არის ლეო იმის ღირსი რომ თავისი ბრენდით "მესი"(რომელიც წელს გააფორმა) ფული აკეთოს? თუ ეს მარტო რონალდუს ეკადრება და ეკუთვნის?
    Culé [?]
    #4 24 ნოემბერი 2020 16:36
    1
    რა კარგი ზღაპარია, საღოლ ვინც ეს მოიფიქრა.
    Zviadicelidze
    სტუმარი [?]
    #3 24 ნოემბერი 2020 16:13
    1
    ბარსადან უნდა წავიდეს😕მაგრაამ არა სიტიშიი😀
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 24 ნოემბერი 2020 16:01
    1
    რა სისულელეა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #1 24 ნოემბერი 2020 15:09
    0
    ციტატა: fcbmaniacofalltime
    43 წლის მესი ასრულებს კარიერას სიტიში ეს გამოცემა დასახური

    სხვა რაღაცა წერია, მარა დასახურია კი