Marca: "ლეგანესი" ბრეითუეიტის დაბრუნებას განიხილავს

Marca: "ლეგანესი" ბრეითუეიტის დაბრუნებას განიხილავს

იანვარში, "ბარსელონას" დანიელი შემტევი, მარტინ ბრეითუეიტი, შესაძლოა, "ლეგანესში" დაბრუნდეს, იტყობინება Marca.

მადრიდული კლუბი, რომელიც ამჟამად სეგუნდა დივიზიონში მესამე ადგილზე იმყოფება და დაწინაურების რეალური კანდიდატია, შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს. ერთ-ერთი ვარიანტად კი ბრეითუეიტის იჯარით აყვანა განიხილება.

გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსას" 29 წლის ფეხბურთელი ტრანსფერზე ჰყავს დაყენებული, რათა გუნდში სახელფასო ბიუჯეტის შემცირება და შემადგენლობის გადახალისება მოხდეს. რონალდ კუმანის მოსვლის შემდეგ, მას დიდი სათამაშო დრო არ ეძლევა.

ტრანსფერი, შესაძლოა, თავად ბრეითუეიტმა ჩაშალოს. მას არაერთხელ უთქვამს, რომ მის მიზანს კატალონიაში დარჩენა და ძირითადი შემადგენლობისთვის ბრძოლის გაგრძელება წარმოადგენს.

2020/21 წლების სეზონში დანიელმა 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ჯამში კი მოედანზე 44 წუთი დაჰყო. "ბარსელონას" მასთან ხელშეკრულება 2024 წლის ივნისამდე აქვს გაფორმებული.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 24 ნოემბერი 2020 17:21
    1
    დააყენონ კიევში, მისცენ ერთი ტაიმი მაინც და ვნახოთ გრიზმანი რას იზავს და ეს კიდევ ცალკე. მესი მაინც არ იქნება და ფატი და ვინღა გვრჩება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 24 ნოემბერი 2020 13:52
    0
    ჯერ ეს რო მოგყავს და არ აწინაურებ ბ გუნდიდან ვისმეს ან მის ფასად არ მოგყავს უფრო ახალგაზრდა რო რამე მერე იგივე ფასად მაინც გაყიდო, მერე კიდე მოათრიე და გაუფორმე 2 წლიანი კონტრაქტი რას უწელავ 5 წელზე, იმიტოა ეხლა რო წაუგდია ენა და არსადაც არ წავალ ძირითადისთვის უნდა ვიბრძოლოო, ისე კი სიტუაცია ისე მიდის ცოტახანში ამისნაირებით იქნება გუნდი გასავსები და იბრძოლებს მა რას იზავს 9 ნომერი კი დაითრია უკვე
    Culé [?]
    #2 24 ნოემბერი 2020 12:45
    4
    ამას იმდენი დრო რო ეძლეოდეს რამდენიც გრიზმანს , თავს დავდებ რომ მასზე უკეთესი სტატისტიკა ექნება , მარა ვინ დააყენებს ამას როცა მასში 15 მილიონი გადაიხადეს გრიზმანში კი 120
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 24 ნოემბერი 2020 12:11
    1
    შემცვლელი თუ არ მოყავთ იყოს გუნდში
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.