"ბარსელონას" "დორტმუნდისთვის" მორიგი ბონუსის გადახდა მოუწევს

"ბარსელონას" "დორტმუნდისთვის" მორიგი ბონუსის გადახდა მოუწევს

უსმან დემბელს ტრანსფერის თაობაზე "დორტმუნდთან" 2017 წელს დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, "ბარსელონას" მორიგი ბონუსის გადახდა უწევს, წერს Kicker.

გარიგება დემბელეს მიერ "ბლუგრანას" მაისურით 75 შეხვედრის ჩატარების შემთხვევაში, 5 მილიონი ევროს ოდენობით, დამატებით თანხის გადახდას ითვალისწინებს.

ამჟამად, უსმანის ანგარიშზე 83 ჩატარებული შეხვედრაა. ასევე, კიდევ ერთი 5-მილიონიანი ბონუსია გათვალისწინებული 100 მატჩისთვის.

დემბელეს სატრანსფერო თანხამ უკვე 130 მილიონ ევროს მიაღწია (105 + 25). გერმანული გამოცემის თქმით, ყველა ბონუსის გადახდის შემთხვევაში, ეს ოდენობა 148 მილიონამდე გაიზრდება. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 24 ნოემბერი 2020 16:26
    0
    იდიოტურ ხელშეკრულებას, რომ დადებ, მერე ესეა ხოლმე.
    Culé [?]
    #2 24 ნოემბერი 2020 13:01
    1
    სად აქვს გუნდს კიდეამის სახდელი ფული , 20 მილიონიანი გარსია ვერ მოიყვანეს ზაფხულში
    გვარდიოლა-სავიოლა
    სტუმარი [?]
    #1 24 ნოემბერი 2020 11:56
    3
    ვაფშე გაყიდონ ეს უვარგისი, არღირს ამდენჯ მილიონის გადაყრა