მიზეზები, რომელთა გამოც "სიტი" მესისთვის ბრძოლას არ აპირებს

მიზეზები, რომელთა გამოც "სიტი" მესისთვის ბრძოლას არ აპირებს

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "მანჩესტერ სიტიმ" "ბარსელონას" ვარსკვლავის, ლიონელ მესის დამატება გადაიფიქრა.

LaLigaTV-ის წამყვანმა სემრა ჰანტერმა Sky Sports-თან საუბრისას დაასახელა ის მიზეზები, რომელთა გამოც "ქალაქელები" 33 წლის არგენტინელის შეძენას აღარ შეეცდებიან.

სანდო ინფორმაცია მაქვს იმ ადამიანისგან, რომელმაც კარგად იცის სიტუაცია იმასთან დაკავშირებით, რომ "სიტი" მესისთვის ბრძოლაში მონაწილეობას არ მიიღებს.

"ქალაქელებს" თავიანთი მიზეზები აქვთ: ასაკი და ფინანსები. ასაკს რომ შევეხოთ, მისი კარიერა დასასრულს უახლოვდება. ხელში იგდებთ მესის, რომელიც "ბარსელონაში" ბოლო 17 წელიწადში მყოფი მესისგან განსხვავებულია. ლეომ თავადაც კი თქვა, რომ უფრო სწრაფად ახლოვდება მისი კარიერის დასასრული, ვიდრე ამის აღიარება ვინმეს უნდა.

ეს პირდაპირ კავშირშია ფინანსებთან, რადგან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მესი კლუბში უფასოდ გადავიდოდა, მისი ხელფასი მაინც ასტრონომიულად მაღალია - ლეო წელიწადში დაახლოებით 100 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ეს ნებისმიერი კლუბისთვის უდიდესი ფინანსური ტვირთი იქნებოდა, განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ გლობალური პანდემიის ეპიცენტრში ვიმყოფებით.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #4 23 ნოემბერი 2020 03:57
    0
    ციტატა: Albicelecte
    სხვათა შორის კლუბი 100 ლიმონს არ უხდის
    30 ლიმონამდე აქვს, 29.16 უფრო ზუსტად რომ ვთქვათ
    თუ ლარებში ვუანგარიშებთ, მაშინ კი ბატონო, ცოტა მეტიც გამოდის

    ნუ კლუბს 29.16 ლიმონი აქვს წლიურად გასავალი და ამდენის მარტო მესის ნომრიანი მაისურები იყიდება სულ მცირე
    რეკლამებში რას გადაუხდიან, ეგ კლუბის ბიუჯეტთან შუაში არაა

    მაგ თანხას ხელზე იღებს მე როგორც ვიცი ამას გადასახადებიც დაუმატე და კი გამოვა მაგდენი პაჩწი
    Culé [?]
    #3 23 ნოემბერი 2020 02:42
    5
    ხალახს მართლა გჯერათ რომ მესი სიტიში გადავა და იქ იტამაშებს? ამ სიტის კიდე ისე გაიძახიან თითქოს ბარსაზე უკეთეს მდგომარებაშია რომელ ადგილზეა სიტი ერთი ცხრილში ჩაიხედეთ....)
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 23 ნოემბერი 2020 02:00
    5
    სხვათა შორის კლუბი 100 ლიმონს არ უხდის
    30 ლიმონამდე აქვს, 29.16 უფრო ზუსტად რომ ვთქვათ
    თუ ლარებში ვუანგარიშებთ, მაშინ კი ბატონო, ცოტა მეტიც გამოდის

    ნუ კლუბს 29.16 ლიმონი აქვს წლიურად გასავალი და ამდენის მარტო მესის ნომრიანი მაისურები იყიდება სულ მცირე
    რეკლამებში რას გადაუხდიან, ეგ კლუბის ბიუჯეტთან შუაში არაა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 23 ნოემბერი 2020 01:41
    6
    სიტი არა კვახი მესი ბარსაში დაასრულებს კარიერას დააცადეთ ჩადგება ფორმაში და დადგავს ისევ ერთი კაცის სპექტაკლებს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued