“მანჩესტერ სიტიმ” მესის შეძენა გადაიფიქრა
- 22-11-2020, 21:46
-
ჯერემი რენერი
- 3

"ბარსელონას" კაპიტნის, ლიონელ მესის გადაბირება, "მანჩესტერ სიტის" გეგმებში აღარ შედის.
Sky Sport-ის ცნობით, "ქალაქელების" ხელმძღვანელობა თვლის, რომ 33 წლის ფეხბურთელისთვის კოლოსალური რაოდენობის ანაზღაურება მეტისმეტად გადამეტებული იქნება.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციებით, "სიტი" მესის შეძენას 2021 წლის იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე შეეცდებოდა, როდესაც მესის კატალონიურ კლუბთან კონტრაქტის ამოწურვამდე 6 თვე ექნებოდა დარჩენილი, ამ პერიოდში კი არგენტინელს შეუძლია მოლაპარაკებები ნებისმიერ კლუბთან აწარმოოს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]