"ბეტისს" კარლეს ალენიას ან რიკი პუჩის დამატება სურს

"ბეტისს" კარლეს ალენიას ან რიკი პუჩის დამატება სურს

Estadio Deportivo-ს ცნობით, "ბეტისს" "ბარსელონას" ორი ახალგაზრდა ფეხბურთელის, კარლეს ალენიასა და რიკი პუჩის დამატება სურს.

სევილიური კლუბი სერხიო კანალესის შემცვლელს ეძებს, რომელმაც მძიმე ტრავმა მიიღო და გუნდს რამდენიმე თვით გამოაკლდა. "ბეტისმა" უკვე დაიწყო მოლაპარაკებები ალენიას ან პუჩის იანვარში იჯარით აყვანის თაობაზე. 

გამომდინარე იქიდან, რომ არც ალენიას და არც პუჩს სათამაშო დრო, ფაქტობრივად, საერთოდ არ ეძლევათ, "ბლაუგრანას" მათი დროებით გაშვება სურს. ტრანსფერისთვის გადამწყვეტი თავად ფეხბურთელების პოზიცია იქნება.

შეგახსენებთ, რომ 2019/20 წლების სეზონის მეორე ნახევარი ალენიამ იჯარით სწორედ "ბეტისში" გაატარა. ყველა ტურნირზე ჩატარებულ 19 შეხვედრაში მის ანგარიშზე 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. საშუალოდ, იგი მოედანზე 49 წუთს ატარებდა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    • ქართული კლავიატურა
      • barca-1barca-2barca-3barca-4barca-5barca-6barca-7
        bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
        heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
        winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
        worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
        expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
        disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
        joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
        sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
        neutral_faceno_mouthinnocent

    კომენტარის დამატებისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით საიტის წესებს

    ადმინისტრაციასთან საკონტაქტოდ კომენატრებს ნუ გამოიყენებთ. ამისთვის არსებობს კონტაქტის გვერდი


    წევრი [?]
    22 ნოემბერი 2020 23:42
    0
    რა გაშვება, მცველად თამაში ასწავლონ... იქნებ რომელიმემ ივარგოს :)))))
    Culé [?]
    22 ნოემბერი 2020 22:55
    0
    ციტატა: fcbmaniacofalltime
    აუ არადაა კოუ მარცხენა ნახევარ მცველზე რიკი მარჯვნივ და შუაში დე იონგი რა კაი ნახევარდაცვა იქნებოდა მერე შეცვლაზე თუ რამე კოუ ალენა და რიკი პიანიჩი ან დეიონგი-პიანიჩი და რიკი-ალენა მარა ვერ ხვდება მაგდენს ეს იმბეცილი

    ნამდვილად. 4-3-3-ზე რატომ არც ფიქრობს საერთოდ ვერ გავიგე? მეტი უარესი შედეგი რა უნდა გამოიღოს ამ განლაგებამ?
    ფანი [?]
    22 ნოემბერი 2020 19:43
    3
    რიკი არ წავა და ალენია მიყიდონ
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ახალბედა [?]
    22 ნოემბერი 2020 19:36
    2
    გაუშვან და სეზონის ბოლოს დაბრუნდებიან, როცა ახალი მწვრთნელი გვეყოლება. გულწრფელად მეცოდება ორივე ჯიუტი კუმანის ხელში
    ახალბედა [?]
    22 ნოემბერი 2020 19:25
    4
    აუ არადაა კოუ მარცხენა ნახევარ მცველზე რიკი მარჯვნივ და შუაში დე იონგი რა კაი ნახევარდაცვა იქნებოდა მერე შეცვლაზე თუ რამე კოუ ალენა და რიკი პიანიჩი ან დეიონგი-პიანიჩი და რიკი-ალენა მარა ვერ ხვდება მაგდენს ეს იმბეცილი