ნოემბრის თვის ვიქტორინის მე-4 ტურის კითხვები

ნოემბრის თვის ვიქტორინის მე-4 ტურის კითხვები

Barcamania.ge-ზე ვიქტორინა და მაისურის გათამაშება გრძელდება. დღეს შემოგთავაზებთ ნოემბრის თვის ვიქტორინის ბოლო, მე-4 ტურის კითხვებსა და მე-3 ტურის პასუხებს.

მე-4 ტურის კითხვები

  1. რომელ ქვეყანაში დაიბადა სამუელ უმტიტი? - 4 ქულა
  2. რომელი გუნდი იყო "ბარსელონას" მეტოქე 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მატჩში? - 8 ქულა
  3. "ბარსელონას" რომელი ფეხბურთელი გააძევეს მოედნიდან იმ "კლასიკოში", რომელშიც ლეო მესიმ ჰეთ თრიქი შეასრულა? - 12 ქულა
  4. რომელ წელს ითამაშა ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა "კამპ ნოუზე" ბოლოს? – 16 ქულა
  5. რომელი გუნდის წინააღმდეგ ითამაშა ხავიერ მასკერანომ პირველად დაცვის ცენტრში? - 20 ქულა

ვიქტორინის წესები

  • თვის ყოველ კვირა დღეს, ბოლო კვირა დღის გარდა, საიტზე დაიდება ვიქტორინის კითხვები. თითო ტურში დაისმება 5 შეკითხვა. ყოველ კითხვას მინიჭებული ექნება შესაბამისი ქულა შემდეგი პრინციპით: პირველ კვირა დღეს 1-დან 5-მდე; მე-2 კვირა დღეს 2-დან 10-მდე; მე-3 კვირა დღეს 3-დან 15-მდე და ა.შ. გამარჯვებული გამოვლინდება თვის განმავლობაში დაგროვებული ქულების მიხედვით;
  • დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა შესაძლებელი იქნება მომდევნო შაბათი დღის ჩათვლით;
  • გამარჯვებული და საუკეთესო ათეული გამოვლინდება თვის ბოლო კვირა დღეს;
  • მომხმარებლებმა კითხვებზე პასუხები უნდა გაუგზავნონ საიტის ადმინისტრაციას ამ ფორმის საშუალებით;
  • პასუხების გაგზავნის დროს მომხმარებელმა მკაცრად უნდა დაიცვას წესები: სათაური უნდა იყოს "ვიქტორინის პასუხები", ხოლო ტექსტში მითითებული უნდა იყოს მხოლოდ კითხვის ნომრები და მათ გასწვრივ პასუხები;
  • მომხმარებელმა ტურის ყველა პასუხი უნდა მოაქციოს ერთ შეტყობინებაში. ცალ-ცალკე გამოგზავნილი პასუხების შემთხვევაში მიიღება მხოლოდ პირველ შეტყობინებაში მოქცეული პასუხ(ებ)ი;
  • გამარჯვებულ მომხმარებელს მომდევნო თვის ვიქტორინაში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვს;
  • ერთი მომხმარებლისგან შეიძლება პასუხების მხოლოდ ერთხელ გაგზავნა. თუ დაფიქსირდა შემთხვევა, რომ რომელიმე მომხმარებელმა პასუხები 2 ან მეტი ნიკით გააგზავნა, არცერთი პასუხი არ მიიღება;
  • იმ შემთხვევაში, თუ პირველ ადგილს 2 ან მეტი მომხმარებელი გაიყოფს, უპირატესობა მიენიჭება მას, ვინც თვის განმავლობაში პასუხებს უფრო სწრაფად აგზავნიდა;
  • კითხვებში იგულისხმება ოფიციალური ტურნირები, ტიტულები, თამაშები და გოლები. იმ შემთხვევაში, თუ კითხვაში ნაგულისხმევი იქნება არაოფიციალური მონაცემებიც, ამის შესახებ წინასწარ იქნება მითითებული;
  • გათამაშებაში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვთ ჩვენი საიტის რედაქტორებსა და ადმინისტრატორებს;
  • გათამაშებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს ის ადამიანი, რომელიც ადმინისტრაციის მიერ 2020 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ერთხელ მაინც დასჯილი იქნება საიტის წესების დარღვევის გამო. ეს წესი უცვლელი იქნება ყოველთვის, რა სახეც არ უნდა მიიღოს ჩვენმა გათმაშებებმა და რა პრიზებიც არ უნდა დაგვემატოს. თუ გადამოწმების დროს დადგინდა, რომ გამარჯვებული პირი წარსულში (2020 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ) მხილებულია საიტის წესების დარღვევაში, ის გათამაშებიდან მოიხსნება, ხოლო გამარჯვებულად მე-2 საუკეთესო შედეგის მქონე პირი გამოცხადდება.

Barcamania-ს გათამაშებების შესახებ დეტალურად.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    • ქართული კლავიატურა
      • barca-1barca-2barca-3barca-4barca-5barca-6barca-7
        bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
        heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
        winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
        worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
        expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
        disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
        joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
        sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
        neutral_faceno_mouthinnocent

    კომენტარის დამატებისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით საიტის წესებს

    ადმინისტრაციასთან საკონტაქტოდ კომენატრებს ნუ გამოიყენებთ. ამისთვის არსებობს კონტაქტის გვერდი


    ადმინისტრატორი [?]
    22 ნოემბერი 2020 22:12
    0
    ციტატა: საბა მიქელაძე
    აუ, მეორედ არ შეიძლება პასუხების გამოგზავნა ხო? confused

    არა worried
    გულშემატკივარი [?]
    22 ნოემბერი 2020 21:06
    0
    აუ, მეორედ არ შეიძლება პასუხების გამოგზავნა ხო? confused