პიკემ "ატლეტიკოსთან" თამაშში ტრავმა უკვე მესამედ მიიღო

პიკემ "ატლეტიკოსთან" თამაშში ტრავმა უკვე მესამედ მიიღო

"ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა, ჟერარ პიკემ, გუშინ, მადრიდის "ატლეტიკოსთან" მატჩში, ტრავმის გამო, მოედანი ნაადრევად დატოვა.

ზოგადად, პიკე ტრავმიანობით არ გამოირჩევა, თუმცა ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც მან "როხიბლანკოსთან" დაპირისპირებისას დაზიანება მიიღო.

2014 წელს, "კამპ ნოუზე" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში, დიეგო კოშტასთან შეჯახებას საზარდულის ტრავმა და რეაბილიტაციის ერთთვიანი პერიოდი მოჰყვა.

მეორედ ასეთი შემთხვევა გასულ სეზონში, "ვანდა მეტროპოლიტანოზე", ლა ლიგის მე-15 ტურში დაფიქსირდა. ვიტოლოს უხეში თამაშის შედეგად, პიკეს ნაცვლად, მოედანზე სამუელ უმტიტი გამოვიდა. საბედნიეროდ, მაშინ ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და ჟერარი მოედანზე მომდევნო ტურშივე ვიხილეთ.

სავარაუდოდ, გუშინდელი ინციდენტს ყველაზე ცუდი შედეგი ექნება. შესაძლოა, მას სეზონის გადამწყვეტი ნაწილის გამოტოვებამ მოუწიოს.

აღსანიშნავია, რომ დღეს, დილით, გამოკვლევების ჩატარების მიზნით, პიკე "სიუტატ ესპორტივაზე" დამოუკიდებლად მივიდა. იმედი ვიქონიოთ, რომ ტრავმა ნაკლებად მძიმე აღმოჩნდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    • ქართული კლავიატურა
      • barca-1barca-2barca-3barca-4barca-5barca-6barca-7
        bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
        heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
        winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
        worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
        expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
        disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
        joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
        sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
        neutral_faceno_mouthinnocent

    კომენტარის დამატებისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით საიტის წესებს

    ადმინისტრაციასთან საკონტაქტოდ კომენატრებს ნუ გამოიყენებთ. ამისთვის არსებობს კონტაქტის გვერდი


    ფანი [?]
    22 ნოემბერი 2020 19:36
    0
    ძალიან ცუდია პიკეს დამტვრევა.იმედია მართლა მთელი სეზონით არ იუქმებს
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    22 ნოემბერი 2020 17:00
    1
    დიდად არ მწყენია ამის ტრამვა მარა უდროო დროს მიიღო არაუხოც არ გვყავს რო ჩაანაცვლოს
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    წევრი [?]
    22 ნოემბერი 2020 16:37
    1
    ერთის მხრივ კარგია რომ ასე მოხდა იმედია კუმანი მიხვდება რომ გუნდს მეტი მცველი ჭირდება და დაცვაში რომ უჭირს ყველაზე მეტად.სერხი რობერტო დამტვრეული ეს ტრავმირებული,უმტიტზე არაფერი ისმის და ვინღა დარჩა,ფირპო ალბა დესტი და არაუხო ბედი ისეთი გვაქვს დაიმტვრევა რომელიმე ორი აქედანაც და მორჩა.
    ახალბედა [?]
    22 ნოემბერი 2020 16:36
    2
    ამას ასხავენ, არადა ამაზე უკეთესი არც არავინ გვყავს ცენტრში.