"ატლეტიკოს" გრიზმანის დაბრუნება უნდოდა

"ატლეტიკოს" გრიზმანის დაბრუნება უნდოდა

მადრიდის "ატლეტიკოს" გასულ ზაფხულში, ანტუან გრიზმანის "ბარსელონაში" გადმოსვლიდან ერთი წლის თავზე, ფრანგი შემტევის დაბრუნება სურდა. ამის შესახებ ინფორმაციას SER Catalunya-ს სპორტული ჟურნალისტი სიკე როდრიგესი ავრცელებს.

კატალონიელი ჟურნალისტის ცნობით, "როხიბლანკომ" გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "ბარსელონას" გრიზმანის სანაცვლოდ მარიო ერმოსო, ტომა ლემარი და ალვარო მორატა შესთავაზა, თუმცა, "ბლაუგრანას" მაშინდელმა პრეზიდენტმა ჟოზეპ მარია ბართომეუმ 29 წლის თავდამსხმელის გაშვებაზე უარი თქვა და ფრანგი მოთამაშე ხელშეუხებელ ფეხბურთელად დაასახელა.

"ბარსამ" გრიზმანი 2019 წლის ზაფხულში სწორედ "ატლეტიკოდან" დაიმატა, მაგრამ მან "ბლაუგრანაში" ადგილის დამკვიდრება ჯერ კიდევ ვერ მოახერხა. უფრო მეტიც, ანტუანი დღეისათვის, მისი ოჯახის წევრებისა და მასთან დაახლოებული პირების წყალობით, არაერთ სკანდალშია გახვეული.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    [?]
    #2 21 ნოემბერი 2020 23:49
    1
    იმენა ჭორებით ხმალაობა მიდის, 1 თვის წინ დაიწერა ბართომეუმ გრიზმანი აქეთ შესთავაზა ატლეტიკოს ფელიქსის სანაცვლოდო, ფულსაც უმატებდაო მარა ატლეტიკომ უთხრა აღარაფერში გვჭირდება გრიზმანიო, ეხლა უცებ თურმე ნახევარ გუნდს გვაძლევდნენ ამის სანაცვლოდ. ზოგადად ერმოსო კარგი მცველია, ლემარმა ატლეში ვერ მოიკიდა ფეხი თორე მონაკოში მბაპეზე ნაკლებად არ ფრინავდა. მორატა კიდე ზუსტად იმ სტილის ფორვარდია ბარსას რო უნდა, თუნდაც სკამიდან, ხანდახან ძირითადშიც. მიმკვდარი როა გუნდი ერთ სტილზე, არაფერი რო არ გამოდის და ჩაწოდებებს რო იწყებენ რეალივით განწირულები. გრიზმანი მოიგებს საჯარიმოში ბრძოლას თუ ვინ? მორატას ტიპის ფორვარდი მისწრებაა დღEს ბარსასთვის რო მრავალმხრივი იყოს მწვრთნელის ტაქტიკა. რეალი გაიხსენეთ, 2017 ში რამდენიც შემოვიდა გოლი გაიტანა და ლა ლიგა დაადებინა. ბენზემაზე მეტი შეყარა როცა ბენზოს ნახევარი არ უთამაშია. კარგია ეგეთი ფორვარდის ყოლა. დროა შეეშვან ამ ვითომ კრუიფისეულ ტაქტიკას რომელსაც ყველა ნორმალური გუნდი ანგრევს უკვე. ბარსას სტილი არაა იტყვიან და ვსიო. ეგ ბარსას სტილია ბავარია ლივერპულები ზედ რო დადიან ცხენებივით. ეგ სტილია მაურინიომ რო გადაუგდო დღეს პეპს. ეგეთი სტილი 0 ია თუ ჩავიესტა არ გყავს უკან, 3-4 წლით ახალგაზრდა მესი და ასე შემდეგ. თუ მაინც მიყვები ნარკომანივით მაგ სტილს მაშინ მრავალფეროვნება უნდა გქოდეს და მორატას ტიპის თავდამსხმელიც უნდა გყავდეს და ფირმინოს ტიპისაც. ბუსის სტილის ანხევარმცველიც გინდა და კაზემიროს სტილისაც. შეხედეთ კლოპის გუნდს, კია ეხლა ყველა დამტვრეული მარა მთლიაანობაში ტიპს ცენტრში ჭკვიანი და სანდო ჰენდერსონი ყავს, უკლასნესი ტიაგო, ასევე ტექნიკური კეიტა, ცხოველი ფირმინო, ყველაფერშიკი ვეინალდუმი და ასე შემდეგ. შეტევაში კკიდე გამქცევი 2 გარემარბი, 1 ცრუ 9 ნი ფირმინოს სახით. ერთი ტიპიური 9 ორიჟის სახით და რა გოლები გაიტანა არ ჩამომათვლევინოთ თორე მეც ვიცი რო ზოგადად უდონოა. იქ ჟოტამ გაამრავალფეორვნა შეტევა, ჩაქირებს და მინამინოებს აღარ ვთვლი. მაგათ რო ყველა დაუბრუნეთ სდიოს მერე ნარკომანმა პეპმა სულ ერთი სტილის სასტავი რო ყავს და მიაჯაჭვა გუნდი კონკრეტულ სტილს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 21 ნოემბერი 2020 22:41
    1
    აუჰ რა ნაგვებს გვატენიდნენ ფელიში შემოეთავაზებინათ ეგრევე უნდა დათანხმებულიყვნენ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued