"ბარსელონა" პიანიჩთან ერთად დაუმარცხებელია

"ბარსელონა" პიანიჩთან ერთად დაუმარცხებელია

"ბარსელონას" ბოსნიელი ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი ხშირად ნამდვილად არ თამაშობს, თუმცა, მას მაინც უნიკალური სტატისტიკა აქვს.

Marca-ს ცნობით, პიანიჩს, რომელმაც "ფერენცვაროშთან", "იუვენტუსთან" და კიევის "დინამოსთან" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა, "ბლაუგრანას" მაისურით მიმდინარე სეზონში წაგება არ აქვს. კატალონიელებმა იმ 7 თამაშიდან, რომლებშიც 30 წლის ფეხბურთელმა მონაწილეობა მიიღო, 5 მოიგეს, 2 კი ფრედ დაასრულეს.

ცნობილია, სერჟიო ბუსკეტსი ტრავმირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოსნიელ მოთამაშეს უახლოეს შეხვედრებში მეტი სათამაშო დრო ექნება. ივარაუდება, რომ პიანიჩი "ატლეტიკოსთან" დღევანდელი მატჩის სასტარტო შემადგენლობაში იქნება.

საინტერესო ისაა, რომ პიანიჩმა მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ყველა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, ლა ლიგაში კი - არცერთი.

მირალემ პიანიჩმა, საერთო ჯამში, 7 შეხვედრაში მოედანზე 301 წუთი გაატარა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    • ქართული კლავიატურა
      • barca-1barca-2barca-3barca-4barca-5barca-6barca-7
        bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
        heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
        winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
        worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
        expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
        disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
        joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
        sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
        neutral_faceno_mouthinnocent

    კომენტარის დამატებისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით საიტის წესებს

    ადმინისტრაციასთან საკონტაქტოდ კომენატრებს ნუ გამოიყენებთ. ამისთვის არსებობს კონტაქტის გვერდი


    წევრი [?]
    22 ნოემბერი 2020 02:09
    0
    დარჩება წელს ბარსელონა ლალიგაში?
    ფანი [?]
    21 ნოემბერი 2020 23:40
    1
    ეს ისეთ პონტშია უმტიტი რო იყო თავის დროზე მასთან ერთად რო არ აგებდა კარგა ხანს ბარსა 😀
    --------------------
    BARCELONA IS MY LIFE
    ფანი [?]
    21 ნოემბერი 2020 21:18
    4
    დღეს კოუ და დემბელე მთავარ როლს ითამაშებენ, ეგეთი სტილის ფეხბურთელებთან უჭირს ატლეტიკოს!
    ფანი [?]
    21 ნოემბერი 2020 21:13
    4
    დემბელე გადაწყვიტავს დღეეს