გრიზმანის ყოფილი აგენტი: ანტუანს ჩემთან მესიზე არასდროს უსაუბრია

გრიზმანის ყოფილი აგენტი: ანტუანს ჩემთან მესიზე არასდროს უსაუბრია

"ბარსელონას" თავდამსხმელის, ანტუან გრიზმანის ყოფილმა აგენტმა და მრჩეველმა ერიკ ოლატმა მისი ნათქვამის გამო ფრანგ ფეხბურთელსა და ლიონელ მესის შორის ჩამოვარდნილ განხეთქილებაზე ისაუბრა.

ერიკ ოლატმა რამდენიმე დღის წინ ლეო მესი გრიზმანთან ცუდ დამოკიდებულებაში დაადანაშაულა. ოლატის სიტყვებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, რამაც გავლენა, რა თქმა უნდა, ფრანგ და არგენტინელ ფეხბურთელებზეც იქონია.

მინდა ვთქვა, რომ გრიზმანს ჩემთან მესის შესახებ არასდროს უსაუბრია. კარგად მესმის, რომ ჩემი განცხადებები სუბიექტურია და შესაძლოა, შეცდომაც კი იყოს. ამაზე პასუხისმგებელი მხოლოდ მე ვარ.

დიდი ხანია, კონკრეტულად 3 წელია, ანტუანთან ურთერთობა არ მაქვს. არც მის ოჯახთან დაახლოებული პირი ვარ, რასაც პრესაში ამბობენ.

ვწუხვარ, რომ ამ ყველაფერის მსხვერპლი გრიზმანია. ამას გულწრფელად ვნანობ. ეს ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი ბოლო კომენტარი იქნება.

- ოლატის ამ სიტყვებს Marca ციტირებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    • ქართული კლავიატურა
      • barca-1barca-2barca-3barca-4barca-5barca-6barca-7
        bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
        heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
        winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
        worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
        expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
        disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
        joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
        sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
        neutral_faceno_mouthinnocent

    კომენტარის დამატებისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით საიტის წესებს

    ადმინისტრაციასთან საკონტაქტოდ კომენატრებს ნუ გამოიყენებთ. ამისთვის არსებობს კონტაქტის გვერდი


    ფანი [?]
    21 ნოემბერი 2020 22:56
    0
    რა მალე მოსვეს ადგილზე ეს დეგენერატი..
    ...თუ "სპეცდავალება" იყო ატლეტიკოს წინ???