"ბარსელონას" ქალთა გუნდმა გოლი გაუშვა

"ბარსელონას" ქალთა გუნდმა გოლი გაუშვა

დიახ, ასეთი ქალთა გუნდი ჰყავს "ბარსელონას" - მის კარში თითო გოლის გატანა დიდად აღსანიშნავი ფაქტია.

მიმდინარე სეზონში გამართულ 6 თამაშში "ბარსელონას" ქალთა გუნდს გოლი არ ჰქონდა გაშვებული, თავად კი მეტოქე გუნდის კარი 30-ჯერ აიღო (საშუალოდ თამაშში 5 გოლი).

დღეს "ბარსელონას" "რეალ სოსიედადი" ეწვია. სან სებასტიანელებს კარგი გუნდი ჰყავთ, რომელიც მოწინავეთა შორისაა, მაგრამ ესპანეთის მასშტაბით "ბარსასთან" ახლოსაც კი ვერავინ მივა, რაც დღევანდელ მატჩში კიდევ ერთხელ დადასტურდა.

"ბარსელონას" პირველი ტაიმის მოგება გაუჭირდა. მე-16 წუთზე მასპინძელთა მიერ გატანილ გოლს სტუმრებმა 32-ე წუთზე უპასუხეს, 41-ე წუთზე კი ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრეს.

ანგარიში 77-ე წუთამდე არ შეცვლილა, თამაშის მიწურულს კი კლასმა თავისი ქნა, "ბარსელონამ" მეტოქეს 3-ჯერ გაუტანა და 5-1 მოიგო.

ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 6 მატჩში "ბარსას" 6 მოგება, 29 გატანილი და 1 გაშვებული გოლი აქვს. კატალონიელები ერთი ქულით ჩამორჩებიან ლიდერ "ტენერიფეს", რომელსაც 2 თამაშით მეტი აქვს ჩატარებული.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    • ქართული კლავიატურა
      • barca-1barca-2barca-3barca-4barca-5barca-6barca-7
        bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
        heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
        winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
        worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
        expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
        disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
        joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
        sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
        neutral_faceno_mouthinnocent

    კომენტარის დამატებისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით საიტის წესებს

    ადმინისტრაციასთან საკონტაქტოდ კომენატრებს ნუ გამოიყენებთ. ამისთვის არსებობს კონტაქტის გვერდი


    წევრი [?]
    22 ნოემბერი 2020 14:25
    0
    აქედან დასკვნა ქალები ვჯობნით მამაკაცებს 😀 ქალთა გუნდმა მაინც მოიგოს მართლა თორემ ამათი თამაშის ნაყურები წნევაც დამივარდა და გული გადამისკდა უკვე.
    ფანი [?]
    21 ნოემბერი 2020 22:27
    0
    თქვენ მაინც მოიგეთ ყველაფერი რო ცოტა შემოსავალი შემოვიდეს გუნდში და ფული გაჩნდეს
    Culé [?]
    21 ნოემბერი 2020 18:28
    1
    როგორც ამათზე არ ვღელავ ჯიბეში უდევთ ლა ლიგა barca-5 , რა უნდა მოხდეა რო ჯიბეს ძირი გაძვრეს და დაკარგონ smile
    Culé [?]
    21 ნოემბერი 2020 17:59
    5
    იმედია მაინცდამაინც ამათ არ გადაეყრება ლანჩხუთის გუნდი კენჭსყრაზე...
    nukri t
    nukri t
    სტუმარი [?]
    21 ნოემბერი 2020 17:40
    2
    ვაიმე ეს რა მომხდარა წნევამ დამეცა😂😂😂😂