ერიკ გარსია აზრს არ იცვლის - მას "ბარსელონაში" დაბრუნება ისევ სურს

ერიკ გარსია აზრს არ იცვლის - მას "ბარსელონაში" დაბრუნება ისევ სურს

"მანჩესტერ სიტის" ცენტრალური მცველის, ერიკ გარსიას მიზანი კვლავ "ბარსელონაში" დაბრუნებაა. ამის შესახებ ინფორმაციას კატალონიელი სპორტული ჟურნალისტი ჟოზეპ კაპდევილა ავრცელებს.

"ქალაქელების" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ გუშინ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. "სიტიში" იმედოვნებდნენ, რომ ეს გარსიას აზრს შეაცვლევინებდა და წასვლას გადააფიქრებინებდა, თუმცა, კატალონიელი ჟურნალისტის ცნობით, 19 წლის ფეხბურთელს "ბლაუგრანაში" გადმოსვლა ისევ უნდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" გარსიას შეძენას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში არ აპირებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ესპანელ უკანახაზელს მომავალი წლის ზაფხულისთვის უნდა ველოდეთ.

ცნობისთვის, ერიკ გარსიას მოქმედი კონტრაქტის ვადა 2021 წლის ივნისში ეწურება, რაც იმას ნიშანვს, რომ მომდევნო ზაფხულში კატალონიელები ახალგაზრდა ფეხბურთელს ხელში უფასოდ ჩაიგდებენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    • ქართული კლავიატურა
      • barca-1barca-2barca-3barca-4barca-5barca-6barca-7
        bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
        heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
        winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
        worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
        expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
        disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
        joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
        sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
        neutral_faceno_mouthinnocent

    კომენტარის დამატებისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით საიტის წესებს

    ადმინისტრაციასთან საკონტაქტოდ კომენატრებს ნუ გამოიყენებთ. ამისთვის არსებობს კონტაქტის გვერდი


    [?]
    21 ნოემბერი 2020 18:57
    0
    ხავი ლეგენდა,
    ეგ კუშების თამაში რამეს რო ნიშნავდეს, აგერ ლევანტეს კუში ნახე, 2,4 დან 1,5 ზე ჩამოვიდა, თან ჭირდებოდა გასავარდნში იყო მარა რა მოიგეს? 8 დან 1,3 ზე დაცემული კუში მინახავს გამტყდარი ასე რომ ეგ არაფერი. მანდ უყურებენ ამინდს, ვისმა მოთამაშეებმა უფრო მეტი დაისვენეს, ვინ უფრო მეტი ივარჯიშა და ასე შემდეგ. ისე აზარი რო ძირითადშია :D:D:D და კორონა ქონდაო. რატო არ მოითხოვა ბელგიის ნაკრებმა გადამოწმება
    Culé [?]
    21 ნოემბერი 2020 18:22
    1
    დღეს მოგება ჰაერივით გვჭირდება.
    ფანი [?]
    21 ნოემბერი 2020 16:54
    0
    ეს კუშები ისე აათამაშეს ტოტალიზატორებში მგონია რომ დღეს წავაგებთ.
    2.9 3.4 2.4 ასე იყო ერთი კვირის წინ. ამ ხნის განმავლობაში იცვლებოდა და დღეს ასეთი სახე მიიღო 2.6 3.1 2.95. აი განა რა მოხდა ამ ერთ კვირაში ისეთი რომ ასე დაუჭირეს კუში ატლეს.უფრო მეტიც გუნდს კორონას გამო სუარესი და კიდე 3 ფეხბურთელი არ ყავს.ნუ არ ვიცი რაღაც ხდება აშკარად.