Golden Boy: ანსუ ფატიმ მეორე ადგილი დაიკავა

  • 21-11-2020, 13:47
  • WinGs
  • 9
Golden Boy: ანსუ ფატიმ მეორე ადგილი დაიკავა

იტალიური Tuttosport-ის მიერ ჩატარებული ხმის მიცემის პროცესის შედეგად, 2020 წლის იმ საუკეთესო ფეხბურთელების ვინაობა გაირკვა, რომელთა ასაკიც 21 წელზე ნაკლებია. 

"ოქროს ბიჭუნას" პრიზი (Golden Boy Award) დორტმუნდის "ბორუსიას" ცენტრფორვარდს, ერლინგ ჰოლანდს გადაეცა, მეორე ადგილი კი "ბარსელონას" ახალგაზრდა ვარსკვლავს, ანსუ ფატის ერგო. აღსანიშნავია, რომ ანსუ იტალიური გამოცემის ვებგვერდზე გულშემატკივრებს შორის ჩატარებულ გამოკითხვაში ლიდერი იყო. 

მესამე ადგილი "ბაიერნის" კანადელმა ფლანგელმა, ალფონსო დევისმა დაიკავა, ათეულის დარჩენილი პოზიციები კი შემდეგმა ფეხბურთელებმა დააკომპლექტეს: ჯეიდონ სანჩო (დორტმუნდი), ედუარდუ კამავინგა (რენი), დეიან კულუშევსკი (იუვენტუსი), ფილ ფოდენი (მან. სიტი), დომინიკ სობოსლაი (ზალცბურგი), ბუკაიო საკა (არსენალი) და ვინისიუს ჟუნიორი (რეალი). 

"ბარსას" კიდევ ერთი მოთამაშე, რომელიც ნომინანტთა შორის იყო - სერჟინიო დესტი - მე-14 ადგილზე გავიდა. 

პრიზის მფლობელები ბოლო წლებში კილიან მბაპე, მატეის დე ლიხტი და ჟოაო ფელიში გახდნენ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    • ქართული კლავიატურა
      • barca-1barca-2barca-3barca-4barca-5barca-6barca-7
        bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
        heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
        winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
        worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
        expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
        disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
        joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
        sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
        neutral_faceno_mouthinnocent

    კომენტარის დამატებისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით საიტის წესებს

    ადმინისტრაციასთან საკონტაქტოდ კომენატრებს ნუ გამოიყენებთ. ამისთვის არსებობს კონტაქტის გვერდი


    წევრი [?]
    21 ნოემბერი 2020 21:23
    0
    შემდეგ წელს პედრის ველოდები ტოპ 5 ში :)

    ისე რათქმაუნდა ფატის ეკუთვნოდა კაკრას მეორე,ჰალანდი ძალიან დიდია ეხლა!!
    ვინიციუსს რა უნდა ვაფშე მანდ
    Culé [?]
    21 ნოემბერი 2020 18:32
    3
    ჰალანდმა ისეთები აკეთა თან რა გუნდით და მერე არც დორტმუნდში დააკლო რა კაცი არ იყიდეა ამ ბალაყნებმა
    სტუმარი MSN 2019
    სტუმარი MSN 2019
    სტუმარი [?]
    21 ნოემბერი 2020 17:39
    2
    👏👏 მომავალში პირველი უნდა
    Culé [?]
    21 ნოემბერი 2020 17:33
    1
    გული დამწყდა ძალიან:( იმსახურებდა
    წევრი [?]
    21 ნოემბერი 2020 17:03
    1
    მესის კარიერას გავს ფატმანას კარიერა.ვიმედოვნებ არ შეწყვეტს პროგრეს და მომავალ წელს ბალონ დორს ჩაიხუტებს.ყველაფერი აქ ოქროს ბიჭუნა რო გახდეს.მალე უნდა მოიხოდო ანსუმანე😎
    წევრი [?]
    21 ნოემბერი 2020 16:44
    2
    არაუშავს, მომავალ წელს მოიგებს, ჯერ პატარაა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    21 ნოემბერი 2020 15:42
    4
    მაგარია ეს ჰოლანდი
    --------------------
    აზრი?
    ფანი [?]
    21 ნოემბერი 2020 14:43
    2
    ნუ ჰაალანდი რახან გახდა არ მაქვს პრეტენზია.მომავალ წელს მისი იქნება
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    21 ნოემბერი 2020 13:48
    3
    არაუშავს კიდევ ექნება შანსი და მერე მოიგებს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued