ვიმედოვნებდი, რომ მესი "იუვენტუსში" გადავიდოდა - პაულო ფუტრე
- 20-11-2020, 21:47
-
kraken
- 2

მადრიდის "ატლეტიკოს" ყოფილმა ვარსკვლავმა პაულო ფუტრემ Mundo Deportivo-სთან თანამედროვეობის ორ უდიდეს ფეხბურთელზე ისაუბრა:
"ორივე მათგანი, მესიც და კრიშტიანუც, ერთმანეთისაგან განსხვავებული უცხოპლანეტელები არიან. როგორც ცაცია, მესი ძალიან მომწონს, მაგრამ კრიშტიანუ ჩემი თანამემამულეა, ნამდვილი ცხოველი და ფენომენი. უსამართლობა იქნება, თუ მათ შორის ერთ-ერთს გამოვარჩევ."
პორტუგალიელთა ლეგენდამ ლიონელ მესის თავს არსებულ გაუგებრობაზეც გააკეთა კომენტარი:
"როდესაც ბიუროფაქსთან დაკავშირებული არეულობა დაიწყო, მე ვიმედოვნებდი, რომ ის "იუვენტუსში" გადავიდოდა. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ორივე მათგანის ერთად ხილვის შესაძლებლობა გვექნებოდა. ჩემი აზრით, გუნდი სადაც მესიმ კაირერა უნდა დაასრულოს სწორედ ეს უდიდესი კლუბი, "ბარსელონაა".
აგვისტოში მესის გარშემო არსებული აჟიოტაჟის დროს "ბებერი ქალბატონი" არგენტინელის მსურველთა რიგებში, "მანჩესტერ სიტისაგან" განსხვავებით, საერთოდ არ განიხილებოდა. თავის მხრივ, მომავალი წელი, შესაძლოა, კრიშტიანუსთვის ტურინში უკანასკნელი აღმოჩნდეს.
პაულო ფუტრე ინტერვიუში ანტუან გრიზმანსაც შეეხო:
"გრიზმანის "ატლეტიკოდან" "ბარსაში" ტრანსფერის მიზეზებს ვხვდები. მას ჩემპიონთა ლიგის მოგება სურდა. მან მადრიდელები მეტი ტიტულის მოსაპოვებლად დატოვა, ფიქრობდა, რომ კატალონიურ კლუბში უკეთესი შანსი ექნებოდა. მიუხედავად ყველაფრისა, "ბარსელონაში" ყველაზე მთავარი არის მესი და არა პიკე, სუარესი ან გრიზმანი. ანტუანი მნიშვნელობით მე-4 ან მე-5 ფეხბურთელია. ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში გაზეთების გვერდები მესის ფოტოებით იქნება აჭრელებული."
"გრიზმანი, რომ "ატლეტიკოში" დარჩენილიყო, ის ლეგენდა გახდებოდა და ჩემზე დიდ სახელსაც დატოვებდა. "ბარსაში" გადასვლით ამის შანსი ფაქტობრივად დაკარგა. ის "როხიბლანკოსში" ღმერთი იყო, "ბალუგრანაში" კი მაქსიმუმ პრინცი შეუძლია გახდეს."
ფრანგი ფეხბურთელი დიეგო სიმეონესთვის საკვანძო მოთამაშე იყო. მან ყოფილ გუნდთან ერთად 3 ტიტულის მოპოვება მოახერხა. გატარებულ 5 წელში კი 133 გოლის გატანა შეძლო.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]