"მესმის, რატომ არის მესი ნაწყენი" - რონალდ კუმანი "ატლეტიკოსთან" მატჩის წინ

  • 20-11-2020, 16:41
  • WinGs
  • 9
"მესმის, რატომ არის მესი ნაწყენი" - რონალდ კუმანი "ატლეტიკოსთან" მატჩის წინ

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, მადრიდის "ატლეტიკოსთან" მატჩამდე ერთი დღით ადრე პრესკონფერენცია გამართა. 

კუმანის კომენტარი ლიონელ მესიზე:

კარგად მესმის, რატომ არის ლეო ნაწყენი. მისნაირი ადამიანების მიმართ მეტი პატივისცემის გამოხატვაა საჭირო. ანტუანის შესახებ მისთვის შეკითხვის დასმა უპატივცემულობაა. 15-საათიანი მგზავრობის შემდეგ მეც ასეთი რეაქცია მექნებოდა. ამ ფეხბურთელებს შორის პრობლემას ვერ ვხედავ და შესაძლოა, ეს ყველაფერი განხეთქილების განზრახ შესაქმნელად მოხდა. 
მესის სხვა კლუბში ვერ ვხედავ. ასეთი ტიპის შეკითხვებისთვის პასუხის გაცემას აღარ ვაპირებ. 

თამაშის დროზე და მნიშვნელობაზე:

საღამოს 9 საათზე თამაში ჩვენთვის სახარბიელო ნამდვილად არაა. გასაგებია, რომ "ატლეტიკო"-"ბარსა" დიდი მატჩია და ეს ამიტომ ხდება, მაგრამ 9 საათზე თამაში იმ გუნდებისთვის, რომლებსაც მოედანზე გასვლა ყოველ 3 დღეში უწევთ, პრობლემატურია. ფეხბურთელები სახლში ძალიან გვიან მიდიან. 
ხვალინდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. "ატლეტიკო" ძლიერი გუნდია, რომელიც ყოველ სეზონში ტიტულებისთვის იბრძვის და ამიტომ ძალიან კარგად უნდა ვითამაშოთ იმისთვის, რომ სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ. 
ჟოაო ფელიშის სახით "ატლეტიკოს" შესანიშნავი ფეხბურთელი ჰყავს. მას წინ დიდი მომავალი აქვს. 

ლუის სუარესზე:

სუარესი თამაშს ტოვებს, მაგრამ ჩვენც დიდი დანაკლისი გვაქვს. ყველა მწვრთნელმა იცის, რომ სანაკრებო მატჩებისა და COVID-19-ის გამო, შესაძლოა, ფეხბურთელები დაკარგოს. 

ანტუან გრიზმანზე, ფილიპე კოუტინიოსა და რიკი პუჩზე:

გრიზმანი მუდმივად ცდილობს, რომ თამაში გააუმჯობესოს და ამით კმაყოფილი ვარ. 
კოუტინიომ გუშინ კარგად ივარჯიშა. ის გუნდთან ერთადაა და არანაირი პრობლემა არ აწუხებს. ჯერ გადაწყვეტილი არ არის, ის ძირითად შემადგენლობაში იქნება თუ სკამზე, რადგან ახლო მომავალში კიდევ ბევრი მატჩი გვაქვს და ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ. 
პუჩი ერთ-ერთია იმ ფეხბურთელთა შორის, რომლებმაც სათამაშო დროის მოსაპოვებლად ბევრი უნდა იშრომონ. ბოლო დროს, ის ძალიან მომწონს. ვფიქრობ, რომ მოედანზე ყოფნას იმსახურებს. 

ფრენკი დე იონგის მნიშვნელობაზე:

ჩემთვის დე იონგი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მის პოზიციაზე დიდი კონკურენცია არაა, ამიტომ დასვენების საშუალებას ხშირად ვერ ვაძლევთ. ხვალინდელი მატჩის დატვირთვა დიდია, ამის შემდეგ კი ვეცდებით, მისი როტაციისთვის სწორი მომენტი შევარჩიოთ. 

პეპ გვარდიოლაზე:

გვარდიოლას კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება გუშინ მივულოცე. ძალიან კარგია, რომ ის მწვრთნელად მუშაობას აგრძელებს. ამით გახარებული ვარ - პეპი ყველა მწვრთნელისთვის მისაბაძი ფიგურაა. 


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    • ქართული კლავიატურა
      • barca-1barca-2barca-3barca-4barca-5barca-6barca-7
        bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
        heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
        winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
        worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
        expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
        disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
        joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
        sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
        neutral_faceno_mouthinnocent

    კომენტარის დამატებისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით საიტის წესებს

    ადმინისტრაციასთან საკონტაქტოდ კომენატრებს ნუ გამოიყენებთ. ამისთვის არსებობს კონტაქტის გვერდი


    Culé [?]
    21 ნოემბერი 2020 00:22
    0
    გრიზმანი ატლეტიკოში ბუნდება და არ უნდათ, რომ დაიტოვონ? 100 დააბრუნონ და 20 ბედნიერებაში მოიხმარონ.
    Culé [?]
    20 ნოემბერი 2020 19:47
    3
    ციტატა: Konrad de la Fuente
    და აბრალებდნენ რო მესიზე ცუდად ლაპარაკობსო მავანნი, არადა რაც მოვიდა ლეოზე ერთი ცუდი არ დასცდენია კაცს. სუარესის გაშვებაც არ იყო კუმანის მოთხოვნა.

    ანუ სუარესი იტყუება? როცა ამბობს რო კუმანმა დამირეკა და გუნდის მოძებნა მირჩიაო.
    [?]
    20 ნოემბერი 2020 18:40
    7
    basa7,
    მესისთან რა მოსატანია ან ფელიქსი ან საერთოდ ვინმე მარა ამ ეტაპზე თამაშის სტილით, ასაკით, ინდივიდუალიზმით ერთადერთია ვისაც ლეოს წასვლის შემსუბუქება შეეძლებოდა. ატლეტიკოს როგორ დაუთმეს, თან პახოდუ დაუფინანსეს სუპერ ტრანსფერი. ატლეტიკომ ფელიქსს 1 წელი დააკარგინა, ჩვენ კიდე გრიზმანმა დაგვაკარგინა წელიც, ფულიც და მოთმინებაც. ეხლა რო ფატისთან ტრინკაოსთან და პედრისთან ერთად ფელიქსიც გვყავდეს, ლეოს წასვლა ნაკლებად კატასტროფა იქნებოდა სამომავლოდ.
    Culé [?]
    20 ნოემბერი 2020 18:17
    3
    My Webpage

    ვახ ჩემი რა იდიოტობა ქნეს გრიზმანი რო იყიდეს და ფელიშე არა
    წევრი [?]
    20 ნოემბერი 2020 17:36
    4
    და აბრალებდნენ რო მესიზე ცუდად ლაპარაკობსო მავანნი, არადა რაც მოვიდა ლეოზე ერთი ცუდი არ დასცდენია კაცს. სუარესის გაშვებაც არ იყო კუმანის მოთხოვნა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    20 ნოემბერი 2020 17:23
    8
    პუჩზე რაც თქვა გამისწორდა იმედია მისცემს სათამაშო დროს ალენიას თამაშს ჯობია პუჩმა ითამაშოს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    წევრი [?]
    20 ნოემბერი 2020 17:17
    6
    პუჩს ველოდები მეორე ტაიმში
    ახალბედა [?]
    20 ნოემბერი 2020 17:02
    2
    ხალხო გამაგებინეთ ვინმე თუ იცით რა დაემართა არაუხოს ამნაირი აი მართლა ძან კაი მცველია სისწრაფე ჯანი და ყვეალფერი აქ მომავალი ვან დეიკია იმენა და თუ არ ითამაშა კი გაიჩიტება მომავალი გრიგალავა და რა ჭირს ასეთი პ.ს კუმან 4-3-3 გამოდი რა იქნები ცენტრში ფრენკი მარჯვნივ რიკი მარცხნივ კოუ პ.პ.ს კუმან მაინც ღლე ხარ
    ახალბედა [?]
    20 ნოემბერი 2020 16:53
    3
    რიკის ეშველა მგონი, მაგარი ბიჭია ძაან, ბოლომდე დაიხარჯა და თავიც მოაწონა კუმანს