ლეო მესი "ბარსელონასთან" ერთად მე-800 მატჩს ჩაატარებს

ლეო მესი "ბარსელონასთან" ერთად მე-800 მატჩს ჩაატარებს

"ბარსელონას" კაპიტანი, ლიონელ მესი, ხვალ თავის კატალონიურ კარიერაში (ამხანაგური შეხვედრების ჩათვლით) მე-800 მატჩს ჩაატარებს. 

33 წლის არგენტინელისთვის საიუბილეო მატჩში "ბარსას" მეტოქე მადრიდის "ატლეტიკოა", რომელიც რონალდ კუმანის გუნდს სატურნირო ცხრილში მთელი 6 ქულით უსწრებს და იმედი დავიტოვოთ, რომ მესი ამ ჩამორჩენის აღმოფხვრისთვის განსაკუთრებულად მოტივირებული იქნება. 

"ბლაუგრანას" მაისურით 2004 წლიდან დღემდე ჩატარებულ ოფიციალურ და არაოფიციალურ შეხვედრებში ლეოს ანგარიშზე 677 გოლია [Sport], "ვანდა მეტროპოლიტანოს" ბინადარი კლუბი მისი ერთ-ერთი "საყვარელი მეტოქეა" - "ლა პულგას" "ატლეტიკოს" კარი 32-ჯერ აქვს აღებული. 

მესის მიერ მადრიდული გუნდის წინააღმდეგ გატანილი ყველა გოლი, შეგიძლიათ, ამ სტატიაში იხილოთ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 21 ნოემბერი 2020 00:17
    0
    რამდენჯერაც დაწერეს ესა თუ ის გუნდი ლეოს საყვარელი გუნდია, მათ კარში ამდენი გოლი აქვსო გატანილიო, იმდენჯერ ვერ გაიტანა. ანუ ცუდად მაქვს დაცდილი.
    ფანი [?]
    #2 20 ნოემბერი 2020 20:59
    0
    გამოდის რო რაღაც საოცრებას უნდა ველოდოთ ხვალ მეფისგან ძან კი არ გაუმართლა ატლეტიკოს 😀
    --------------------
    BARCELONA IS MY LIFE
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 20 ნოემბერი 2020 17:21
    5
    მიდი ლომო საიუბილეო მატჩებში გიყვარს სპექტაკლების დადგმა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued